შავ ზღვაში გემი იძირება - დაღუპულია ორი ადამიანი (ვიდეო)

15:23 01-07-2019
2077

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს, სატვირთო გემი იძირება. 

ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 2 და დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე, რომელიც აზოვის პორტიდან გაემგზავრა და ქვანახშირით იყო დატვირთული, ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის უკრაინის 9 მოქალაქე, ორი აზერბაიჯანელი და ორი რუსი იყვნენ.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გემის შესაძლო ჩაძირვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ ხომალდისკენ სამაშველო მისია გაგზავნეს.

სამაშველო ოპერაცია 2 ვერტმფრენისა და ორი ნავის მეშვეობით განხორციელდა. გადარჩენილია ეკიპაჟის 7 წევრი.

ავტორი: მარიამ გიგანი