"ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ" - ილია მეორე

00:42 01-07-2019
689

ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ, - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორი საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.

როგორც საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული, ახლად შექმნილი ოჯახების განშორების, მთავარი მიზეზი არის ის რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი. მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი.

''სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლად შექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის.

მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი.

ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა და სხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს.

დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა'', - აღნიშნულია ეპისტოლეში