სიგარეტის ფასმა 40-50 თეთრით მოიმატა

18:13 01-05-2019
126

სიგარეტი გაძვირდა. მაგალითად, თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში ერთი კოლოფი ფილტრიანი ვინსტონის მარკის სიგარეტის ფასი თუ საშუალოდ 4 ლარსა და 30თეთრს შეადგენდა დღეს ის 4 ლარი და 80 თეთრი ღირს. ფასის მატება ყველა დასახელების, როგორც ფილტრიან ისე უფილტრო თამბაქოს ნაწარმზე აისახა.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზი 1,7 ლარამდე გაიზარდა. ადვალური გადასახადი კი ფილტრიან სიგარეტზე 30%-გახდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ს ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ადვალური გადასახადი უცვლელი დარჩა უფილტრო სიგარეტზე და ის კვლავ 10 პროცენტს შეადგენს. 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი