ჯენიფერ ლოპესის სილამაზის 5 საიდუმლო: როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა 49 წლის ასაკში

17:39 01-04-2019
605


ჯენიფერ ლოპესი დღესაც ისევე ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ. როგორც დასავლურ მედიაში წერენ, ეს არის ქალი, რომელმაც ასაკი დაამარცხა.

49 წლის მომღერლის სახის კანი და სხეულის ფორმები მართლაც შთამბეჭდავია. თუმცა როგორ ახერხებს იგი ამას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავად ჯენიფერ ლოპესის მიერ მიცემული ინტერვიუებისა და მისი კოსმეტოლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა შესაძლებელი.

ვარჯიში

ჯენიფერ ლოპესი მუდმივად აქტიურია და ცდილობს ვარჯიში მრავალფეროვანი გახადოს. რაც მთავარია, იგი ამ პროცესს მხიარულად უდგება და ცდილობს ვარჯიშისგან სიამოვნება მიიღოს. 49 წლის ლამაზმანი სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს, დარბის და ცეკვავს.

თვითრწმენა

მარადიული ახალგაზრდობის და ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ჯენიფერ ლოპესისთვის თვითრწმენაა. იგი საკუთარ თავს შეგონებების სახით უმეორებს, რომ ახალგაზრდა და ლამაზია. „რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ახალგაზრდა ვარ და ამას ჩემს თავს ყოველდღე ვეუბნები, დღეში რამდენჯერაც კი. თითქოს სულელურად ჟღერს, მაგრამ ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს. ასაკი განწყობაზეა დამოკიდებული“,-ამბობს მომღერალი.

სახის ზეთი

გარდა იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესი ასაკს პოზიტიური ფიქრებით ებრძვის, იგი სილამაზეს სახის ზეთით ინარჩუნებს. როგორც მისი ვიზაჟისტი განმარტავს, ეს ლოპესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. კერძოდ საუბარია საცხზე själ Saphir Concentrate, რომელიც აკვამარინის ქვას, რეტინოლს და ცისფერ გვირილას შეიცავს.

წყალი

ჯენიფერ ლოპესი ძალიან ბევრ წყალს სვამს და უარს ამბობს ალკოჰოლზე. „ძირითადად ყოველთვის წყალს ვსვამ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ,“-ამბობს მომღერალი. ამას გარდა, ახალგაზრდული კანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ძილი. ჯენიფერ ლოპესი ცდილობს 6-8 საათი იძინოს. იგი არ ირუჯება და მზეზე გასვლისას ყოველთვის დამცავ კრემს იყენებს.

სწორი კვება

ჯენიფერ ლოპესის დიეტა ჯანსაღ საკვებს მოიცავს. მომღერალი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევს.  მისი რაციონი მდიდარია ბოსტნეულითა და ხილით. ჯენიფერ ლოპესი გაღვიძებიდან 30 წუთში საუზმობს და დღეში 3-ჯერ იკვებება. მის დიეტაში აკრძალულია ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელოვნურ დამატკბობლებს შეიცავს.

ავტორი: მარიამ გიგანი