ძლიერი შტორმი ტაილანდში - დაიღუპა 1 ადამიანი (ვიდეო)

16:04 01-04-2019
188

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ტაილანდს ყველაზე ძლიერი ტროპიკული შტორმი უტევს. სტიქია ტურისტულ რეგიონებს უქმნის საფრთხეს. ტაილანდის სამი კუნძულიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მოსახლოებას ურჩევენ მომდევნო 24 საათის განმავლობაში გარეთ არ გავიდნენ.

სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაიტბორა ქუჩები.

ბოლოს ტაილანდში მსგავსი სიძლიერის შტორმი 1989 წელს დაფიქსირდა, მაშინ სტიქიის შედეგად 800 ადამიანი დაიღუპა.

ავტორი: მარიამ გიგანი