სატვირთო ხომალდიდან 270 კონტეინერი გადავარდა- არსებობს ჩრდილოეთის ზღვის დაბინძურების საფრთხე (ვიდეო)

12:24 01-04-2019
486

ჰოლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულებთან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო გემი, ძლიერ შტორმში მოყვა. სტიქიის შედეგად ხომალდიდან 270 კონტეინერი ჩრდილოეთის ზღვაში გადავარდა. მათი უმრავლესობა 5 სხვადასხვა კუნძულს მიუახლოვდა. სანაპირო დაცვა დაბინძურების მასშტაბს იკვლევს და ზღვაში დაკარგულ კონტეინერებს ეძებს.

კონტეინერები ძირითადად საბავშვო სათამაშოებსა და ტელევიზორებს შეიცავდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, 3 კონტეინერი ტოქსიკური ნივთიერებებით იყო დატვირთული. ნიდერლანდებისა და გერმანიის სანაპირო დაცვა ხალხს აფრთხილებს, რომ მოერიდონ სანაპირო ზოლში გასვლას.

გემი, რომელიც შტორმში მოყვა, პანამაშია დარეგისტრირებული. იგი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ ხომალდად არის მიჩნეული, მას 19 000 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია.

ავტორი: მარიამ გიგანი