ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება

13:35 12-30-2018
379

2019 წლიდან საქართველოში ახალი პროექტი იწყება, რომლის ჯამური მოცულობაც 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

გიორგი ხანიშვილის განმარტებით, პროგრამა რამდენიმე ძლიერი ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მისივე ინფორმაციით, პროექტმა 13 000 მეტი ფერმერი უნდა მოიცვას. შედეგად კი ქართველი ფერმერები მეცხოველეობის დარგში პროდუქტიულობის მიღწევას და წარმოების მნიშვნელოვან ზრდას შეძლებენ.

ფერმერული მეურნეობის განვითარების ამ მასშტაბურ პროექტს საქართველოს მთავრობა  IFAD-დან აღებული სესხით განახორციელებს.