ახალი წლიდან სიგარეტი 40-50 თეთრით გაძვირდება

19:42 12-29-2018
2603

ახალი წლიდან თამბაქოს ნაწარმი ძვირდება.  ფასები როგორც ადგილობრივ ისე იმპორტირებულ პროდუქტზე მოიმატებს. სარეალიზაციო ფასის მომატებას აქციზის გადასახადის გაზრდა გამოიწვევს.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტზე აქციზი 1,7 ლარი გახდება. ადვალური გადასახადი კი ფილტრიან სიგარეტზე 30%-მდე გაიზრდება, უფილტროზე კი დღეს არსებული 10%-იანი ნორმა შენარჩუნდა.

საბოლოო ჯამში, 1-ლი იანვრიდან უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით გაძვირდება, ფილტრიან სიგარეტზე ფასი კი 40-50 თეთრით მოიმატებს.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი