თბილისის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საბავშო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს

13:28 12-27-2018
98

დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში არდადეგებისა და სადღესასწაულო დღეებში დაგეგმილი საბავშო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.

როგორც იცით, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელში 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.

იქნება ყოველდღიური მრავალფეროვანი აქტივობები პატარებისთვის:
ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო ვორქშოფი, საშობაო წისქვილი-კოშკი, ზღაპრის გმირები, ღია კინოთეატრი, თოვლის ბაბუის სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად, ასევე გასტრონომიული მარკეტი და სახეზე მოხატვა.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით სხვადახვა თეატრალური საბავშო წარმოდგენები გაიმართება.

28 დეკემბერს პროგრამა დღის 12 საათიდან მოძრაობის თეატრის საზეიმო მსვლელობით დაიწყება და მაკნატუნების მარშით გაგრძელდება.

სხვადასხვა მუსიკოსებისა და შემსრულებლების კონცერტებზე მონაწილეობას ჭოხონელიძეების საბავშო სტუდიის მომღერლები, ჯგუფი Young Georgian Lolitaz – ბზიკებისსტუდია , „ჩხიკვთა ქორწილი“, გიორგი ცაგარელი, სხვადასხვა დიჯეები და თოჯინების თეატრი მიიღებენ. გაიმართება საახალწლო და საშაბაო გალა კონცერტები, „ბასტი ბუბუსა“ და დათო ევგენიძის ბენდის კონცერტიც . საახალწლო ქალაქში კონცერტს მომღერალი ნინო ქათამაძე და სტეფანე მღებრიშვილიც გამართავენ.