"გზაშია თოვლის ბაბუა, დღეს ვესაუბრე "სკაიპით" - კახი კალაძე

11:46 12-26-2018
1026

28 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო მთავარი ნაძვის ხე დგას, საახალწლო სოფელს ვხსნით და ყველას გთხოვთ მობრძანდეთ საღამოს 20:00 საათზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2018 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, სწორედ 28 დეკემბერს სვანეთიდან ეწვევა თბილისს თოვლის ბაბუა, რომელთანაც კომუნიკაცია, როგორც კალაძემ აღნიშნა,  სკაიპის საშუალებით ჰქონდა. 

28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს. ეს იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევ 28 საღამოს 20:00 საათზე, მოინახულონ ჯადოსნური სოფელი. ლოკაცია იქნება მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან, რესპუბლიკის მოედანზე. 

გარდა ამისა, თოვლის ბაბუა გზაშია, მოდის. ასე რომ, გელოდებით, მე დღეს მქონდა კომუნიკაცია მასთან, სკაიპით ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს. ასე რომ გელოდებით, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ავტორი: ლელა მდივანი