წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი ლუსკუმადან, წელიწადში სამჯერ გამოდის, სამ დღიანი მოლოცვისათვის

18:58 12-25-2018
586

ახალი სტილით 25 დეკემბერი, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა.  წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან, ყოვლადწმიდა სამების, ერთარსებობის დოგმატს იცავდა. 

წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება, საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული.

ნეტარმა სპირიდონმა, სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით, 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. მან სიცოცხლეშივე, მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმიდა ნაწილებიდან. 

წმინდა სპირიდონის ეკლესია, კუნძულ კერკირაზე. 1589 წელს გაიხსნა. ეს მეორე ეკლესიაა, რომელიც ვულგარის (გვარია) ოჯახის წარმომადგენელმა ააგო. ვულგარის ოჯახი, ერთი ძლიერი ოჯახი იყო კერკირაზე. პირველი ეკლესია აიგო 1528 წელს. წმინდა სპირიდონის ეკლესიის, თეთრი მარმარილოს კანკელი დამზადდა, 1852 წელს.

ეკლესიის კედლები, 1727 წელს მოხატა ხატმწერმა, პანაიოტი დოქსარამ. ეკლესიის ჭერი, მოხატა ნიკოლაო ასპიოტიმ, 1850-1871 წლებში. ეკლესიის ჭერიდან ჩამოკიდებულ ჯაჭვზე, ჰკიდია ოქროს და ვერცხლის სასანთლეები, რომლებზეც წარწერებია იმის შესახებ, თუ ვის სახელზეა ისინი შეწირული, მადლიერების აღსანიშნავად წმინდანის მიმართ, სასწაული რომ მოუვლინათ.

ოქროს სასანთლე კი, რომელიც კიდია წმინდანის წმინდა ნაწილის წინ, მიძღვნილია, კერკირას თავადის - პოლიტის სახელზე (1670 წელს).  წმინდანის ლუსკუმის ზემოთ, ჩამოკიდებულია, ათობით კანდელი ოქროსი და ვერცხლის, მიძღვნილი მადლობის ნიშნად. თავად ლუსკუმა დამზადებულია ვენაში, 1867 წელს, წმინდა სპირიდონის ეკლესიის მფლობელის, გრაფ გიორგი ვულგარის მიერ.

დამზადებულია ხის მასალისგან. გარედან კი, დაფარულია ვერცხლით. შიგნით, ძოწისფერი ხავერდითაა შემკობილი. ვერცხლის გარე საფარი, შემკულია ჭედური ჯვრებით, მცენარეული მოტივებით და წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულების სცენებით. 

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელი, თავისი ლუსკუმიდან, გამოდის წელიწადში სამჯერ, სამ დღიანი მოლოცვისათვის.

11 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე (მისი ხსენების დღეს), დიდი შაბათიდან აღდგომის სამშაბათამდე. ასევე 11 აგვისტოდან 13 აგვისტომდე.

წმინდა სპირიდონი, ტრიმუფუნტის გარეუბანში ცხოვრობდა, როგორც მწყემსი და შემდეგ როგორც მწყემსების ხელმძღვანელი. ერთ ღამეს, მის ფარეხში ცხვრების მოსაპარად, მძარცველები შეიპარნენ. მეორე დილით, წმინდანმა ისინი, უეცრად გაშეშებულები იპოვა. უცნობია, გაართო თუ არა სანახაობამ, ცნობილია მხოლოდ, რომ მისი ლოცვით ქურდებს, მოეხსნათ უხილავი ძალის მიერ გაშეშება.

წმინდანის მეზობელს, მოსავალი გაუნადგურდა და წმინდა სპირიდონმა ერთ შეძლებულს სთხოვა, მისთვის სესხად მიეცა, რამდენიმე ტომარა ხორბალი, იმ პირობით, რომ უკან პროცენტით დაუბრუნებდა. მდიდარმა, უარი უთხრა. შეწუხებულმა ღარიბმა მუშამ, თავისი გასაჭირი, მღვდელმთავარს შესჩივლა. მომდევნო დღეს, წმინდანმა მას, ოქროს ჯოხი მისცა, რათა დაეტოვებინა გირაოდ, უგულო მევალისათვის. მუშამ, აიღო ხორბალი და შემდეგ, მოსავალზე იმაზე მეტი დაუბრუნა მევალეს და უკან დაიბრუნა ძვირფასი ნივთი. როდესაც დაუბრუნა წმინდანს, მან ჯოხი მიწას შეახო, იგი გველად გადაიქცა და ბალახებში მიიმალა.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელის ფეხები, შემოსილია ოქროსფერი ნაქარგებით და გამშვენებული ფაჩუჩებით. როცა წმინდანის ფაჩუჩი ცვდება (რადგან, წმინდანი ბევრს დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად), მას პატარა ნაკუწებად ანაწილებენ და ეკლესიაში მისულ მომლოცველებს, ურიგებენ. 

ხალხური შეხედულების თანახმად, როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნეები, მიწაზე წვებიან და ზედ გადაატარებენ იმ რწენით, რომ განიკურნმებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემების მოგვარებაში. შეგვეწიოს წმინდა სპირიდონის მადლი.

წმიდა მღვდელმთავარი, საბერძნეთის მფარველად ითვლება.

ავტორი: რუსა ღვანიძე