''ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, დ.ღ არის პოლიტპატიმარი '' - ფრიდონ სიხუაშვილი

12:32 12-24-2018
744

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.- ს ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი ,,პრაიმტაიმთან'' საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი , რომელიც უკვე მე-6 თვეა იმყოფება პატიმრობაში უდანაშაულოა. 

მისივე თქმით, დ.ღ არის პოლიტპატიმარი და სასამართლო განზრახ არ ცვლის აღმკვეთ ღონისძიებას.

,,დღეს უკვე სახეზეა და გამოკვეთა, ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და დაკვეთა მთავარი პროკურატურის მხრიდან, რომ მომხდარიყო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის დ.ღ - ს დაკავება, რომელიც არის სრულიად უდანაშაულო, და უდანაშაულო ბავშვი უკვე მეექვსე თვეა იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და არ უცვლის სასამართლო მას აღმკვეთ ღონისძიებას'',- აღნიშნა ფრიდონ სუხიაშვილმა.

 დ.ღ - ს ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ და ხელისუფლებამ საზოგადოება განზრახ შეიყვანა შეცდომაში, რის გამოც საქმეზე ჭეშმარიტება არ აღსრულდა. მისივე თქმით მოხდა მთელი რიგი მტკიცებულებების დაფარვა და საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარება.

,,საზოგადოება, ხელისუფლებამ, პროკურატურამ განზრახ შეიყვანა შეცდომაში და უთითებენ, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანის მიცემული ჩვენების გამო არ დადგა საქმეზე ჭეშმარიტება. არსებობს მთელი რიგი ჩამონათვალი აგრეთვე განაჩენი, საპარლამენტო კომისიის ორი დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან არაობიექტურად საქმის გამოძიება ასევე დანაშაულის სავარაუდო დაფარვა, მტკიცებულებების განადგურება და საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარება, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ საქმეზე არ აღსრულდა ჭეშმარიტება და დავით სარალიძის მკვლელი არ არის დადგენილი'',- განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.