აწყურთან ავარია მოხდა

19:21 12-23-2018
266
თეგები: ავარია

სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავარიისას მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი სუბარუს მარკის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება სამართალდამრღვევი მძღოლი.

 

ლელა სარიშვილი