ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ირანი

მსოფლიო 1713505189

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა. ცნობას ტელეკომპანია ABC ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.ირანული მედია იუწყება, რომ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქებების ხმა ისმოდა. გავრცელებული ცნობით, დღეს დილით ავიაკომპანიებმა „ემირატმა“ და „ფლაი დუბაიმ“ დასავლეთ ირანის თავზე ავიარეისების მარშრუტების გადამისამართება დაიწყეს. ფრენა შეჩერებულია თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში.

ილი

საზოგადოება 1713503592

“სიყვარულით სავსე დღეები…”- ილია თოფურია ოჯახთან ერთად მაიამის მზიან სანაპიროს სტუმრობს

 UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი უშვენიერესი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია, რომლებიც სულ მალე შვილს ელოდებიან, თავისუფალ დროს აშშ-ში, მაიამის მზიან სანაპიროზე ატარებენ.ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამის გამომწერებს უზიარებს სანაპიროზე გადაღებულ უახლეს ფოტოებს, რომლებსაც ემოციურ ტექსტს ურთავს.„სიყვარულით სავსე დღეები, სიახლეების შეცნობა და ბევრი აღმოჩენა. მადლობა ყველას ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის. ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს ვერ იყიდი და ჩვენ სავსე ვართ თქვენი სიყვარულით და დადებითი ენერგიით. ცოტაც და, ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით და გვჯერა, რომ ღმერთი კიდევ ბევრ გასაოცარ რამეს გვიმზადებს“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.

შუქი

საზოგადოება 1713500270

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, იაკობის, მუხის, კალოუბნის, წყაროთუბნის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის,  გმირ კურსანტთა და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, უშაკოვის, მთისძირის, მშველიძის, ყვარლის, ტვიშის, მესხეთის და ბახუტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის, თინათინის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის, არჩილ მეფის, ფრედერიკ მონტერეის, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, სოფელი დიღმის, სოფელი  ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, პატარა დიღმის აგარაკების, დიღმის წყლის უბნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის მასივის I კვარტლის, ფარნავაზ  მეფის  გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი გელოვანის, გოდერძი ჩოხელის, კატო მიქელაძის, ნიკოლოზ ჩაჩავას, გიორგი ციციშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ძმები კარბელაშვილების, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულიძის, აისის, სიხარულის, ლაშა ლაშხიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ეგრისის, ხახულის, გიორგი ციციშვილის, შალვა კარმელის, გურამ ნიჟარაძის, ნიკოლოზ ქაშაკაშვილის, გიგა ჯაფარიძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ბერაძის, ტარიელ გვიმრაძის, შალვა გოგიძის, გრიგოლ ფერაძის, ქრისტინე შარაშიძის, ყურაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, გერგედავას, ლორთქიფანიძის, ჩახავას,  ჩხეიძის,  გეგეჭკორის,  მარიკა ბარათაშვილის, კარტოზიას, საბურთალოს, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, კეკელიძის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს ტერიტორიის,  საქნავთობის დასახლების, იოსებ ალავერდელის, გრიგოლ  ლორთქიფანიძის,  ბაღდავაძის, ქიზიყის, მამისაშვილის და კაიროს ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვოლსკის და  კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკის, მუშკორის, მანჯგალაძის, ტრიკოტაჟის, ლიკანის, სააკაძის, თოფურია  ვალენტინის, ქართლელიშვილის, სვანეთის, კამალოვის, ნიკო მარის, თამარაშვილის, ნინუას, ვანის, საჭილაოს, სუმბათაშვილის, მეჯვრისხევის, წიკლაურის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ხევსურეთის,  ჩაქვის, კურნატოვის, გულრიფშის, სართანიას, ლოტკინის, ზესტაფონის, ზაჰესის, ჯანელიძის და გომბორის ქუჩების მოსახლეობას. 

ამინდი

საზოგადოება 1713499753

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 19 აპრილს ქუთაისში +24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 14. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.ჭიათურაშიც წვიმს. დღე +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გორში დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გუდაურში იწვიმებს, დღე 21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.ლაგოდეხში უბალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც უნალქო დღე იქნება. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი ამინდია. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში დღისით +22 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

თაკო აბაშიძე

საზოგადოება 1713475113

„არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება და არავის განვიკითხავ, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“ - თაკო აბაშიძე

მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე დედ-მამის ალცჰაიმერის დაავადებას ოჯახის წევრებთან, ძმასა და რძალთან ერთდ ებრძვის და ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ მათ ვერასდროს ჩააბარებს მოხუცებულთა თავშესაფარში:„ერთ დღეს რომ ადგა დედა, ვერაფრით მიხვდა, როგორ უნდა დაედგა ფეხი. ეს ამ დაავადებას ახასიათებს. იმ მომენტში არც ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან. ეს ერთი-ორი დღე გაგრძელდა და გაიარა. ახლა უჭირს სიარული, მაგრამ ისევ დადის. მე კი ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ სახლში მისულს ისინი ისევ მხვდებიან….“თაკო აბაშიძე დასძენს, რომ არ ჰკიცხავს მათ, ვინც მშობლები მოხუცებულთა თავშესაფარში მიიყვანა:„არ ვკიცხავ, ვინც ეს ვერ შეძლო, ეს არ არის ჩემი საქმე, ზოგჯერ ადამიანები იბნევიან, ხან სწორადაც ვერ იქცევიან, მაგრამ ამის გამო მათზე ცუდად ლაპარაკი არ შეუძლება. ჩემთვის მიუღებელია და მორჩა!.. არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება და არავის განვიკითხავ, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“