ქუთაისში მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცი გადახტა

19:12 12-06-2018
206

ქუთაისში მდინარე რიონიდან მაშველებმა 26 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი უვნებელია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მდინარეში თეთრი ხიდიდან გადახტა. ადგილზე დროულად მივიდნენ მაშველები და ახალგაზრდა გადაარჩინეს.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე