"ევროპული ფესვების მქონე, პირველი პრეზიდენტის რანგში განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციური ზეგავლენისგან"

17:52 12-06-2018
13

ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. ავტორი საქართველოს ახლადარჩული პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილია.

„ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა – 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის კლანჭებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ზურაბიშვილი.

„საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“.

ზურაბიშვილი სტატიაში საქართველოს ოკუპაციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, რადგან აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა.

„არჩევნებში ჩემს გამარჯვებას ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებად ვაფასებ. საქართველო კავკასიაში დემოკრატიის დასაყრდენი და ევროპისა და აშშ-ის ერთგული სამხედრო მოკავშირეა. თუმცა, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი, ეს 2008 წლიდან ასეა. ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით აღვადგინოთ“, – წერს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი.

„ევროპული ფესვების მქონე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის რანგში განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციური ზეგავლენისგან. მე ვიბრძოლებ დემოკრატიისთვის და შევეცდები, გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი სტატიაში წერს და პირობას დებს, რომ საქართველო დემოკრატიულ გზაზე სვლას განაგრძოს.

„მე პირობას ვდებ, რომ ვიქნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის გარანტორი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ძალაუფლებას, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს.

„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, პროგრესული დასავლური ღირებულებებით. ჩვენ ვიქნებით მისაბაძი მაგალითი მეზობლებისთვის. ჩვენ შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს აქვთ სახლი კავკასიაში. საქართველოს შეუძლია, იყოს ევროპის ლიბერალური იმედი“, – ნათქვამია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის წერილში, რომელსაც Financial Times აქვეყნებს.