"მივიღე, რაც მსურდა" - სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა, ბავშვებზე მეურვეობა გაინაწილეს

15:53 12-06-2018
1209

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის სასამართლო პროცესზე, რომელიც 4 დეკემბერს მიმდინარეობდა, ბავსვებზე მეურვეობის შესახებ, ყოფილ წყვილს შორის, მოლაპარაკება შედგა. 

"მივიღე, რაც მსურდა" - აცხადებს ბრედი, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. 

ინსაიდერების ინფორმაციით, მსახიობს, საბოლოოდ მიენიჭა უფლება, საკუთარ შვილებს, მესამე პირის გარეშე შეხვდეს. გარდა ამისა, მედოქსს, პაქსს, ზაქარას, შაილოს, ნოქსს და ვივიენს უფლება მიეცათ, რამდენსაც მოისურვებენ, იმდენი ხანი გაატარონ მამასთან - პირველად, პიტის და ჯოლის განქორწინების შემდეგ.

ბრედი და ანჯელინა, ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხზე, ერთობლივად იზრუნებენ. ექს-მეუღლეებმა, უკვე შეხვედრების სიაც კი ჩამოაყალიბეს. 

"ეს იყო გრძელი და რთული გზა, მაგრამ ბრედი, არასოდეს არ დანებდა" - ამბობს სანდო წყარო.

იხ. ფოტოენი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე