16 წლის მოზარდი, რომელიც სკოლაში, თვითმკვლელობით იმუქრებოდა, პოლიციას ჩაბარდა

14:49 12-06-2018
880

რამდენიმე ხნის წინ, მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ მოზარდი, რომელიც  სკოლაში, ცივი იარაღით მივიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, სამართალდამცავებს ჩაბარდა.

საინფორმაციო სააგენტო «Москва»-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა, სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და ამჟამად, ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება. 

ინციდენტი, ქ. მოსკოვის პრონსკაიას ქ-ზე მდებარე, 1359-ე საშუალო სკოლაში განხორციელდა. პოლიციელების ინფორმაციით, შემთხვევის დროს, არავინ დაშავებულა. 16 წლის მოზარდი, დანიელ გ., რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეა, დანის გამოყენებით, თვითმკვლელობით იმუქრებოდა.  პოლიციელების მოლაპარაკების და დედის ძალისხმევით, მოზარდი, პოლიციას უვნებლად ჩაბარდა. 

სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი, შესაძლებელია ცუდი ნიშანი ყოფილიყო, რის გამოც, მას, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აღარ დაუშვებდნენ. 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე