"კანონის წინაშე ყველა თანასწორია"- უმრავლესობის დეპუტატი პრეზიდენტის სიძის დაკავებას ეხმაურება

14:46 12-06-2018
44

 პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი პასუხს აგებს. „ჩვენს სახელმწიფოში სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ან ვინც ასეთ ქმედებაში არის შემჩნეული პასუხს აგებს კანონის წინაშე, შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვ პოლიტიკურ სარჩულს, ყველა კანონის წინაშე თანასწორი ვართ“– აცხადებს დავით მათიკაშვილი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე