ილია მეორემ ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

14:13 12-06-2018
189

ნიკა რურუას დაკრძალვაზე, ვერის სასაფლაოს ეკლესიაში, ილია მეორეს მოსაყდრე, მეუფე შიომ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და პარაკლისი გადაიხადა.

როგორც მიტროპოლიტმა თქვა, უწმინდესმა ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

"ჩვენ დღეს აქ მოვიტანეთ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილი, დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის, ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს. ის იყო ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, დიდ წარმატებას მიაღწევდა. გამოვთქვამ ძალიან დიდ მწუხარებას",- განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 50 წლის ასაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 4 დეკემბერს ნახეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ქართველ პოლიტიკოსს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, დღეს, 6 დეკემბერს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ავტორი: