თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის ადგილი არა ორ შენობაში, არამედ დედაქალაქშია

13:34 12-06-2018
244

 პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ორ ქალაქში მუშაობა, პარლამენტის როგორც ინსტიტუტის ეფექტურობას ამცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, დეპუტატების ორ ქალაქს შორის სიარული, კანონშემოქმედებით საქმიანობას მნიშვნელოვნად აზიანებს . "იმისთვის, რომ პარლამეტმა შეასრულოს ის ფუნქციები, რაც მას აქვს შესასრულებელი საჭიროა, რომ ორ ქალაქსა და ორ შენობაში, ასეთ ქაოტურ მდგომარეობაში არ მუშაობდეს. პარლამენტის ინსტიტუტის ეფექტურობას, ორ ქალაქს შორის სიარული მნიშვნელოვნად აზიანებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ადგილი არა ორ შენობაში, არამედ დედაქალაქშია. რაც შეეხება ამ შენობას, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს და ვფიქრობ, რომ უფრო მოხდება ადგილობრივების დასაქმება."- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე