"დავიწყოთ ახალი ფურცლიდან" - ზურაბიშვილის შეთავაზება ოპოზიციას

13:31 12-06-2018
376

ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ურთიერთობები პოლიტიკურ ძალებთან ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა:

„დემოკრატიის პირველი წესი არის, რომ როცა წააგებ არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებული იყოს, არჩეული, გინდაც, პრეზიდენტი, გინდაც დეპუტატი, ეს არის დემოკრატია, როცა წაგებას ეგუები და ვიწყებთ ახალი ფურცლიდან. მე მზად ვარ, რომ დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ყველას მოვუწოდებ, რომ დავიწყოთ ერთად,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.