ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შინმოვლის პროგრამა გრძელდება

13:25 12-06-2018
34

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ერთ-ერთი სოციალური პროექტი, ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი,“ რომლის ფარგლებშიც, მობილური ჯგუფის წევრები სოფლებში, მარტოხელა ბენეფიციარებთან სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებენ,გრძელდება. მომსახურებაში შედის: საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ამ ეტაპზე ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი,“ ახალაბასთუმანის, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენენ, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემოპირობები.

ავტორი: თეა შონია