ტყვარჩელს რეაბილიტირებული საავადმყოფო ექნება

12:38 12-06-2018
50

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ტყვარჩელის ცენტრალური საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა,სადაც აღდგენით სამუშაოებს საინვესტიციო ფონდი ახორციელებს. გენერალური დირექტორის თემურ ტყებუჩავას თქმით,  მიმდინარე წლის ლიმიტი 60 მილიონი ლარია,რაც ათვისებადია. საავადმყოფოს მთავარი ექიმის ლალი გარგულიას თქმით, საავადმყოფო გათვლილია 49 პაციენტზე,დამატებული იქნება ინფექციური განყოფილება და პოლიკლინიკა. „ამ დროისთვის გვყავს 2 ქირურგი,ანესთეზიოლოგი ,რეანიმატოლოგი,თერაპევტი,ნევროპათოლოგი. საავადმყოფო აღიჭურვება ახალი თანამედროვე აპარატურით“,-განუცხადა მან აფხაზურ მედიას. ტყვარჩელის რაიონში ვიზიტის შეჯამებისას რაულ ხაჯიმბამ დასძინა,რომ საავადმყოფოს გარდა,ბაზრის აღდგენითი სამუშაოებიც ჩატარდება.

ავტორი: თეა შონია