დონალდ ტრამპი უფროსი ჯორჯ ბუშის დაკრძალვაზე კლინტონებს არ მიესალმა - ვიდეო  

12:09 12-06-2018
306

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის დაკრძალვაზე 2016 წლის არჩევნებში მის მოწინააღმდეგეს ჰილარი კლინტონსა და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს არ მიესალმა. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ტრამპმა დაჯდომამდე ხელი ჩამოართვა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ყოფილ პირველ ლედის მიშელ ობამას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლისა გარდაიცვალა. ცნობა მამის გარდაცვალების შესახებ მისმა ვაჟმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ოჯახის სახელით გაავრცელა.