გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

19:20 12-05-2018
43

გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი აშენდება. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ისაუბრა.

"შესაბამის ოთხმხრივ მემორანდუმს ხელი უკვე მოვაწერეთ. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიას სახელობის იქნება. გორი, თბილისის შემდეგ, პირველი ქალაქია, სადაც მშენებლობის დაწყების მიზნით კონკრეტული სამუშაოები უკვე დაიწყო.ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი გორში ექსპლოატაციაში მომავალ წელს შევა",- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

​მისი თქმით, საკალათბურთო მოედანი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი ჩართულობით აშენდება.

 

ავტორი: მახო მიქელაძე