"ამ მომენტისთვის, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს"- სუს-ი

18:24 12-05-2018
139

დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ ე.წ საზღვარზე ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობდა.

პრაიმტაიმი სუს-ს დაუკავშირდა. აღნიშნული ინფორმაცია უწყებაში არ დაგვიდასტურეს.

ამ მომენტისთვის, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ნებისმიერი ტიპის ხელოვნური ბარიერის აღმართვა წარმოადგენს უკანონობას და ხელყოფს უსაფრთხოების გარემოს,- განგვიმარტეს უწყებაში.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე