მსოფლიო რეკორდი! - წყვილმა, საკუთარ სახლში, 316 საახალწლო ნაძვის ხე დადგა (ფოტო)

18:17 12-05-2018
220

გერმანიაში, ქალაქ რინტელნის(საქსონია) მაცხოვრებლებმა, სიუზან და ტომას იერომინებმა, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკუთარ სახლში, დიდი რაოდენობით, საახალწლო ნაძვის ხეების დადგმა გადაწყვიტეს. მათ სახლში, 316 ნაძვი დადგეს.

ნაძვის ხეების რაოდენობის გამო, გერმანიის რეკორდების ინსტიტუტის(RID) ინფორმაციით, ოჯახი, მსოფლიო გინესის რეკორდსმენად გამოცხადდა. 

შეგახსენებთ, რომ საახალწლო ნაძვის ხების მოსართავად, წყვილმა, 300 გირლანდი და 40 000 სათამაშო ბურთი გამოიყენა. 

იხ. ფოტო:   

ავტორი: რუსა ღვანიძე