პრიანკა ჩოპრა ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს

16:25 12-05-2018
1363

36 წლის ინდოელმა მსახიობმა პრინაკა ჩოპრამ 26 წლის ნიკ ჯონასთან ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა. ქორწილის დღის პირველ ნაწილში ბოლივუდის ვარსკვლავმა Ralph Lauren-ის საპატარძლო კაბა მოირგო, რომლის ფატის სიგრძე 23 მეტრია. დიზაინერმა კაბის მოსართავად 2 მლნ-ზე მეტი მარგალიტი გამოიყენა. 

წყვილის ქორწილი უმაიდ-ბჰავანის სასახლეში შედგა, რომელიც ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შტატ რაჯასტანში მდებარეობს. 

პრიანკასა და ნიკის შესახებ მედია ჯერ კიდევ ზაფხულში ალაპარაკდა. მოგვიანებით, აგვისტოში კი წყვილის ნიშნობა მუმბაიში გაიმართა. 

ავტორი: თეონა აბესაძე