გორში, 2004 წელს გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

14:13 12-05-2018
88

გორში კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე მესამე დღეა მიწას იმ ადგილას თხრიან, რომელიც 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა. ნებიერიძემ სამართალდამცველებს დამატებითი ჩვენება მისცა, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

გუშინ სამძებრო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩართეს. გაშლილია ორი სპეციალური კარავი, ერთში ცხედარს ეძებენ, ხოლო მეორეში სავარაუდოდ ექსპერტები მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ ტერიტორიაზე სადაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური სკანერი გაატარეს, რის შემდეგაც უკვე მიწის გათხრა დაიწყო.

 

მახო მიქელაძე