ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნაზე - ვცდილობ სალომე ზურაბიშვილთან დავაზუსტო

12:19 12-05-2018
1199

ნათელა მაჭავარიანი ამ ეტაპზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს. 

როგორც მან "პრაიმტაიმს" განუცხადა, უკვე მეორე დღეა აქვს ინფორმაცია ამ წინადადების გაჟღერების შესახებ, თუმცა უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისგან, ან მისი წარმომადგენლებისგან ამ ეტაპზე შეთავაზება არ მიუღია. 

რაც შეეხება კითხვას, მიიღებს თუ არა გამოწვევას შეთავაზებს შემთხვევაში - კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეა. 

ავტორი: ბექა პატურაშვილი