არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დარღვევები შეაჯამეს

13:41 12-04-2018
136

„საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის" თავმჯდომარემ დანიელ დავითაშვილმა და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარემ გრიგოლ გაგნიძემ ,,პრაიმტაიმის'' პრესკლუბში მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს ის დარღვევები რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ახლდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე.

როგორც გრიგოლ გაგნიძემ განაცხადა, ბოლნისის რაიონში მასიურად იქნა კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმა. იგი ცესკოს მოუწოდებს, რომ არ გასცეს არც ერთ კომისიის ასეთ წევრზე ხელფასი, ვინაიდან ისინი ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

,,არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე , პრაქტიკულად იყო პროვოკაციული ქმედებები, კომისიის  ზოგიერთი წევრისგან. საჯაროდაც გაცხადდა, რომ ბოლნისის რაიონში, კომისიის წევრებმა დატოვეს საარჩევნო უბანი. პროტესტის ნიშნად. მაგრამ ეს იყო სრული უკანონობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკოს მივმართეთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ქმედებების ანალიზი მოგვაწოდოს ცესკომ. ასევე ცესკოს მივმართეთ, რომ აღნიშნული კომისიის წევრებმა, ვინც მუშაობაზე უარი განაცხადეს ხელფასი დაექვითოთ ან არ გადაეცეთ'',- განაცხადა გრიგოლ გაგნიძემ

დანიელ დავითაშვილმა და გრიგოლ გაგნიძემ ასევე აღნიშნეს, რომ არჩევნების დღეს გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უშლიდნენ საარჩევნო უბნებზე კომისიის მუშაობას, რომელიც ისედაც სტრესულ გარემოში მიმდინარეობდა.

,,იყო გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ხელის შეშლა კომისიის საქმიანობაზე, საარჩევნო უბნებზე. არ ვიცი ისინი მოტივირებულები იყვნენ თუ ეს მათ კვალიფიკაციაზე მიუთითებდა, ეს უკვე სხვა განსჯის საკითხია'',- აღნიშნა გრიგოლ გაგნიძემ