ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1711641923

გია აბაშიძე - როცა ყალბი ამბებისა და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი

 “როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოცემა “ნეტგაზეთმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება მოახდინა.როგორც ანალიტიკოსი წერს, სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა. “როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი. ეს ეხება როგორც "ნეტგაზეთს", ასევე ფსევდოლიბერალურ "რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციასაც და კიდევ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებას. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამარცხვინო სააგენტომ, რომელიც კარგია რომ აღარ არსებობს, ჩემთან ინტერვიუს სათაურში დაწერა - "ქართული ოცნების" მთავრობა უნდა გადადგეს". გესმით ხომ, რა იაფფასიანი 'ფეიკი' იყო?! ყველა მედიასაშუალებას, რომელსაც ჩვეულ პრაქტიკაში აქვს 'ფეიკნიუსერობა' გაქრობას ვუსურვებ საჯარო სივრციდან. ამ ე.წ. ვეტინგის და ნაცსექტის დღის წესრიგის სხვა თემებს ნუ გადაყვებით "ჟურნალისტებო"! სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა!”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მეკარე

მსოფლიო 1711641335

მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ - კვლევა

ფეხბურთში წარმატებულ მეკარედ ყოფნა არამხოლოდ გადახტომასა და დაჭერას, არამედ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარსაც მოითხოვს - იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს სხვა ათლეტებსა და მით უმეტეს, დანარჩენ ხალხს შეგვიძლია.კვლევით დადგინდა, რომ მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად ხედავენ და მიღებულ ინფორმაციასაც სხვანაირად ამუშავებენ."ფეხბურთის სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, მეკარეებმა ათასობით ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შეზღუდული ან არასრული სენსორული ინფორმაციის საფუძველზე", — განაცხადა მაიკლ ქვინმა, დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის მკვლევარმა — "ამის მიხედვით ვივარაუდეთ, რომ მეკარეებს გაძლიერებული ექნებოდათ სხვადასხვა გრძნობით მიღებული ინფორმაციის შეჯერების უნარი, კვლევის შედეგებმა კი ეს ჰიპოთეზა დაადასტურა".კვლევის მიმდინარეობა და შედეგებიქვინმა და მისმა კოლეგებმა 60 ადამიანზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. სულ ცდისპირთა სამი ჯგუფი იყო: 20 მეკარე, სხვა პოზიციებზე მოთამაშე 20 ფეხბურთელი და იმავე ასაკის 20 ისეთი ადამიანი, რომლებიც ფეხბურთს არ მისდევდნენ.ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეების თვალწინ სინათლე ელავდა. გაელვებას ზოგჯერ ორი მკაფიო ხმოვანი სიგნალი ერთოდა თან. კვლევის მონაწილეებს უნდა ეთქვათ, შუქმა ერთხელ გაიელვა თუ ორჯერ.რაც უფრო მალე გაისმოდა ხმა გაელვების შემდეგ, მით უფრო ხშირად ამბობდნენ ცდისპირები, რომ ორი გაელვება დაინახეს. შესაბამისად, ისინი ხმასა და ვიზუალურ სტიმულს ერთიანად აღიქვამდნენ. მოედნის შორეული ნაწილის მოთამაშეებისა და ჩვეულებრივ ადამიანებს ამ მხრივ ერთნაირი ქულები ჰქონდათ.მიუხედავად ამისა, მეკარეები დანარჩენი ორი კატეგორიისგან განსხვავებულები აღმოჩნდნენ. მათ ხმა და ვიზუალური სტიმული ერთმანეთში მხოლოდ მაშინ ერეოდათ, როცა ამ ორს დროში ძალიან ახლო-ახლო ჰქონდა ადგილი. მეკარეების დასაბნევად ხმები ვიზუალურ სტიმულთან სამჯერ უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო, ვიდრე დანარჩენი მოთამაშეების შემთხვევაში.შედეგების მიხედვით, მეკარეებს სხვადასხვა ტიპის სენსორული ინფორმაციის გამიჯვნა სხვებზე უკეთ გამოსდით. ეს მათ საშუალებას აძლევს, მოთამაშეების სირბილისა და ხმაურიანი მოედნის ფონზე მხოლოდ მნიშვნელოვანს მიაქციონ ყურადღება. კვლევამ, ამას გარდა, გამოავლინა, რომ მეკარეებს დამაბნეველი სტიმულის დამუშავებაც უკეთ გამოსდით; უფრო ეფექტიანად საზღვრავენ იმასაც, თუ როდის მოხდება რაიმე მოვლენა.მეკარეებს მაყურებელთა ხმების გაფილტვრა სჭირდებათ. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ბურთზე ფეხის შეხების ხმებსაც ეყრდნობიან (განსაკუთრებით მაშინ, თუ წინ რაიმე ეფარებათ) იმის გადასაწყვეტად, თუ რას მოიმოქმედებენ. ვინაიდან ხმა სინათლეზე ნელა გადაადგილდება, ხმები მათ შეფერხებით მიეწოდებათ. ეს შეყოვნება გაცილებით მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს მაშინ, თუ ბურთს შორ მანძილზე ურტყამენ.ჯერჯერობით რთული სათქმელია, მეკარეებში ასეთ უნარებს ამ პოზიციაზე თამაში ავითარებს თუ, პირიქით, თავად ამ განსხვავებების გავლენით ხდებიან მეკარეები.მეცნიერებს სამომავლოდ იმის გაგება სურთ, თუ რამდენად განსხვავდებიან სტიმულების აღქმის კუთხით დაცვასა და თავდასხმაზე მოთამაშე ფეხბურთელები.

სავსე მთვარე

ჰოროსკოპი 1711640907

მთვარის კალენდარი 2024 წლის აპრილისთვის - როდის იქნება საშიში დღეები

2024 წლის გაზაფხულის მეორე თვეში მთვარე გაგვახარებს რამდენიმე უჩვეულო ფენომენით. აპრილის დასაწყისში, ახალი მთვარის დროს, დედამიწის თანამგზავრი მაქსიმალურად მიუახლოვდება პლანეტას, რის შედეგადაც სუპერმთვარე იქნება.აპრილის ბოლოს, სავსე მთვარის დროს, მოხდება წლის პირველი მზის დაბნელება. როგორ იმოქმედებს ეს მოვლენები ჩვენზე და რომელ დღეებში უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად - იხილეთ 2024 წლის აპრილის მთვარის კალენდარი.როგორ შეიცვლება მთვარის ფაზები აპრილში:მთვარე იკლებს - 1-დან 7-მდე და 25-დან 30-მდე;ახალი მთვარე 2024 წლის აპრილში (სუპერ ახალი მთვარე) - 8 აპრილი.მთვარე იზრდება - 9 მარტიდან 23 მარტამდე;სავსე მთვარე 2024 წლის აპრილში - 24 აპრილი.მზის დაბნელება სავსემთვარეობის დღეს, 8 აპრილს.მთვარის კალენდარი 2024 წლის აპრილისთვის - ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეებიყველაზე ხელსაყრელი დღეები 2024 წლის აპრილში: 4, 11, 25.არახელსაყრელი დღეები 2024 წლის აპრილში:  8 , 24 .არ არის განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეები: 2, 5, 9, 10, 12, 16, 20, 23, 26, 27.ყველა დანარჩენი დღე ნეიტრალურია.ხელსაყრელი დღეები 2024 წლის აპრილში ტერიტორიის მიხედვით :რაიმეს დაწყება - 9, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23 აპრილი;სამუშაო - 1, 2, 3, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 28, 29, 30;ქორწილი - 1, 2, 3, 9, 10, 11, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 28, 29, 30;სტომატოლოგიური მკურნალობა - 1, 2, 3, 9, 10, 11, 18, 19, 20, 21, 28, 29, 30;მოგზაურობები - 1, 9, 11, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 26, 27, 28.ახალი მთვარის, სავსე მთვარის ან მზის დაბნელების დღეებში არ უნდა დაიწყოთ არაფერი და არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

გარემო

მსოფლიო 1711640415

ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება

ალბათ, სხვებისგან ხშირად მოგისმენიათ და თავადაც განგიცდიათ, რომ დრო, თითქოს, სწრაფად გადის. ამის მიუხედავად, როცა ქალაქგარეთ, ბუნებაში, გავდივართ, ყველაფერი იცვლება. ახალი კვლევის თანახმად, ეს მართლაც ასე ხდება, რადგან ბუნებაში ყოფნისას ადამიანი დროის მიმდინარეობას სხვაგვარად აღიქვამს.თანამედროვე ცხოვრების ტემპი საკმაოდ სწრაფია, რადგან თითოეულ ჩვენგანს უწევს, სამსახურის, საოჯახო და პირადი საქმეები მოაგვაროს. შესაბამისად, მუდმივი განცდა გვრჩება, რომ საკმარისი დრო არ გვაქვს. ფსიქოლოგმა რიჩარდო კორეიამ დაადგინა, რომ ბუნებაში პირიქით ხდება და ზოგჯერ დროის სიუხვესაც კი ვგრძნობთ.მან გააანალიზა ნაშრომები, რომლებშიც შედარებულია, როგორ აღიქვამს დროს ადამიანი, როცა სხვადასხვა ტიპის საქმეს ურბანულ და ბუნებრივ გარემოში ასრულებს. მათში ნაჩვენებია, რომ მეორე შემთხვევაში გამოკითხული ინდივიდების აღქმაში დრო უფრო "იწელებოდა". მაგალითად, ქალაქგარეთ კონკრეტულ მანძილზე სეირნობისას, თითქოს, დრო უფრო ნელა გადიოდა, ვიდრე ქალაქში იმავე დისტანციის დაფარვისას.კვლევები ცხადყოფს იმასაც, რომ ბუნებაში ყოფნისას წარსულსა და მომავალს სხვაგვარად აღვიქვამთ. კერძოდ, ასეთ გარემოში რაიმეს კეთებისას ყურადღება იმ კონკრეტული მომენტიდან მომავალზე გადაგვაქვს, ამიტომ უფრო ფართო სურათს ვხედავთ და დროში შეზღუდულობას ვერ ვგრძნობთ. ფაქტობრივად, ნაკლებად იმპულსურები ვხდებით და ეს საშუალებას გვაძლევს, კმაყოფილებას ხანგრძლივ პერსპექტივაში მივაღწიოთ და არა რაც შეიძლება სწრაფად.ბუნებაში დროის გატარება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას განაპირობებს. ეს ნაკლებ შფოთვასთან, უკეთეს ძილთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემცირებულ რისკთან და სხვა დადებით შედეგებთანაა დაკავშირებული. მსგავსი ეფექტი შესაძლოა, კარგად ხსნიდეს, რატომ ცვლის ბუნება დროის აღქმას, რადგან ეს ჩვენს შიდა ბიოლოგიურ მდგომარეობასა და გარე მოვლენებზეა დამოკიდებული.შესაბამისად, სტრესი, შფოთვა და სხვა მსგავსი ფაქტორები იმაზე აისახება, თუ როგორ გადის ჩვენთვის დრო. დამატებით, ბუნებაში ყოფნა მეხსიერებასა და ყურადღების მოკრების უნარსაც აუმჯობესებს. მსგავსი შედეგის მისაღებად კი მწვანე სივრცეების არსებობა აუცილებელია, რადგან ბევრი ჩვენგანი ურბანული გარემოდან გასვლას უბრალოდ ვერ ახერხებს.

გული

საზოგადოება 1711637757

გამოვლენილია N1 ვარჯიში გულის ჯანმრთელობისა და არტერიული წნევის შესამცირებლად

ვარჯიში შესანიშნავი გზაა თქვენი გულის გასაძლიერებლად. ძლიერი და ჯანსაღი გული ზრდის სისხლის მიწოდების ეფექტურობას მთელს სხეულში, რაც თავის მხრივ ამცირებს არტერიულ წნევას.სულ ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვარჯიშის ერთი სპეციფიკური ტიპი, რომელსაც შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი სარგებელი  მოუტანოს გულის ჯანმრთელობას.მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა სახის ვარჯიში დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე, მაგრამ იზომეტრიული ვარჯიშები საუკეთესო ეფექტს იძლევა.იზომეტრიული ვარჯიშები არის სტატიკური ვარჯიშის სახეობა, რომელიც ხორციელდება კუნთების ჯგუფის განუწყვეტლივ შეკუმშვით მათი გახანგრძლივების ან გაფართოების გარეშე (მაგ., კედელზე ჯდომა, „სკამი“).„იზომეტრულ ვარჯიშებს შეუძლიათ გააძლიერონ როგორც გულის, ასევე ჩონჩხის კუნთები“, - თქვა ტრენერმა და დიეტოლოგმა ნიკოლ როდრიგესმა.კიდევ ერთმა დიეტოლოგმა განმარტა, რომ პარალელურად, არ თქვათ უარი სხვა ვარჯიშებზე.