დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცა - კახა კალაძე

12:01 12-04-2018
41

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცემა. ეს ოჯახები სხვადასხვა უბანში: დიდ დიღომში, ვანის, რეხის, ჭიჭინაძის, ახვლედიანისა და ბერიაშვილის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, ქინძმარაულის შესახვევში საქსოვმანქანისა და ფონიჭალის დასახლებებში ცხოვრობენ.მათაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ. წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და მინდა, მივულოცო მათ აღნიშნული პროცესის დასრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თათია ცუკოშვილი