,,ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს'' - კახა კალაძე

11:58 12-04-2018
24

თბილისის მერი, კახა კალაძე, დღევანდელ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, კიდევ ერთხელ შეეხო დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას. მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხს ძალიან მალე მოაგვარებს და მოსახლეობა თავად გახდება ამის მოწმე.

კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს დედაქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის. და ამასთან აღნიშნა, რომ  თბილისში კიდევ არის ბევრი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც  მათი თანადგომით მოაგვარებს.

„ძალიან მალე, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარებული და მოწესრიგებული იქნება. ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს თბილისში და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანაგუნდელს. რა თქმა უნდა, მარტო ერთი კაცი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს პრობლემებს, ვერ შეძლებდა განეხორციელებინა ის პროექტები, რაზეც მე დღეს ამაყად ვსაუბრობ, ესაა თითოეული თქვენგანის დამსახურება“, - განაცხადა კალაძემ.