რობერტ კობლიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

21:46 12-03-2018
65

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიმდინარე რეიტინგში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით, ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი 33 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

კობლიაშვილმა ევროპირველობაზე 87კგ კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და პირველად ჩაუდგა მსოფლიოს რეიტინგს სათავეში.  

კობლიაშვილის გარდა რეიტინგში კიდევ 15 ქართველი ფალავანი შევიდა.

 

წყარო:imedinews