ანაკლიაში მცხოვრებლები პორტის ადმინისტრაციისგან კომპენსაციას მოითხოვენ

17:04 12-03-2018
142

ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები  ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებისგან კომპენსაციას მოითხოვენ.   საუბარია,რამდენიმე დღის წინ მომხდარ სტიქიაზე, რა დროსაც ძლიერ ქარმა ქვიშა ადგილობრივების სახლებში შეიტანა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ავეჯი. დაზარალებულების უფლებებს ადვოკატი ჯიტა გულუა იცავს. „მოსახლეობამ მომმართა დასახმარებლად,საშინელი სიტუაცია დაგვხვდა. რთულ მდგომარეობაშია 15-მდე ოჯახი,ვეცნობი სიტუაციას“,-განუცხადა „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა. ადგილობრივებთან და ადვოკატთან ერთად არსებულ ვითარებას ეცნობა ანაკლიის კონსორციუმის ადგილობრივი ოფისის მენეჯერი სოფო შამუგია.