„200 ათასი ევროც შემოგვთავაზეს და უარი ვთქვით მოსკოვის კონცერტზე“ - რუსული მედია საიდუმლო კონცერტის შესახებ წერს - exclusive

15:33 12-03-2018
1937

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ბუბა კიკაბიძემ ფარულად ჩაატარა კონცერტი მოსკოვში, ჯერძოდ რესტორან „შალიაპინში“. „თავიდან უარი თქვა მომღერალმა, მაგრამ როგორც კი თანხა დაუკონკრეტეს, რომ მისი ჰონორარი 40 ათას ევროს შეადგენდა, დათანხმდა. ამასთან მას ჰქონდა პირობა რესტორნისგან, რომ კონცერტის დროს არ იქნებოდა ფოტო-ვიდეო გადაღება და არსად ინფორმაცია არ გაჟონავდა.“ - წერს რუსული გამოცემა.

ჩვენ ბუბა კიკაბიძის პროდიუსერს, რატი აბზიანიძეს დავუკავშირდით, რომელმაც ამ ინფორმაციას სრული ბოდვა უწოდა.

რატი აბზიანიძე:

- 40 ათასი ევრო კი არა, 200 ათასიც შემოგვთავაზეს და უარი ვთქვით. არ ვიტყვი სახელსა და გვარს, ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი გვთავაზობდა ამ თანხას 2 წლის წინ და კატეგორიული უარი ვუთხარით. ბატონ ბუბას ძალიან მკაფიოდ აქვს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აგვიოსტოს ომის შემდეგ ის მოსკოვში აღარ ყოფილა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ვიზა არ აქვს რუსეთის. სრული ბოდვაა, სიცრუე. როგორც ჩანს, ძალიან წუხს რუსეთი იმით, რომ ბუბა პრინციპულად არ ჩადის იქ, ათასგვარ ფეიკ ნიუსებს აქვეყნებენ!! 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი