ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მიწისძვრა

საზოგადოება 1713469880

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვია.

ნიკა

საზოგადოება 1713469355

„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი...“ - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა.„გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი საფიჩხია 26 წლის ნიკა თანდიაშვილი (13 მაისს გახდებოდა 27 წლის) საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ…მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა.გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…“, - წერს შოთო სიხარულიძე.

წყალი

დედაქალაქი 1713468767

წყალი მთელი ღამით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში, არმაზის ქ. N 33 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  18/04 19:45-დან 19/04 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: არარატის და არმაზის ქუჩებს.სამგორის რაიონში, სოფ. დიდი ლილო, ერეკლე მეორეს ქ. N 95 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/04 19:30-დან 19/04 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ დიდ ლილოს.სამგორის რაიონში, ჩხენკელის ქ. 2 შეს. N 8 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/04 18:40-დან 19/04 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აკაკი ჩხენკელის ქუჩას შესახვევებით.გლდანის რაიონი,გმირ კურსანტთა ქ. 1 შეს. N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-დან 21:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გმირ კურსანტთა ქ. 1 შესახვევის 3 ნომრებს.დიდუბის რაიონი,წყალი შეუწყდათ ავარიულად გრიგოლ რობაქიძის გამზ. N31 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 23:00-საათაზე  წყალმომარაგება შეუწყდება: დიღმის მასივის 2-ე, 3-ე, 4-ე, 5-ე, 6-ე კვარტლებს, ბელიაშვილის, პაიჭაძის და მიქელაძის, რობერტ ბარძიმამშვილის, ბათუ კრავიშვილის, ლევან ცისკარიშვილის ქუჩებს.საბურთალოს რაიონი,სოფ.დიღომი, მიხეილ ჭიაურელის ქ. N 7 თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 18/04 15:00-დან 19/04 01:00-საატამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიღომში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩას.ჩუღურეთის რაიონი,წყალი შეგიწყდათ წმინდა ნიკოლოზის ქ. N 4 ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო,. წყალმომარაგება აღდგება 21:00 საათზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის , არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის , გორკის , ჩაისუბნის , კუმისის , თოიძის , წმინდა ნიკოლოზის, ნ. ჩხეიძის, მარჯანიშვილის N53-67-(ლუწებს), N46-56(ლუწებს). ჩიტაიას N46-56(ლუწებს) N 1- 7(კენტებს). მარჯანიშვილის შეს. ადიგენის, ახალციხის, ნათიშვილს, ოსიაურის, ლენტეხის, კალანდარიშვილის, ციმაკურიძის, შურდულის და ანთელავას ქუჩებს.წყალმომარაგების წყვეტას დაემატა ციმაკურიძის და ახალციხის ქუჩები.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713468120

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღეს, შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გამოიჩინეთ ინიციატივა და გაუზიარეთ თქვენი გეგმები ახლობლებსა თუ კოლეგებს.კურომოსალოდნელია კარგი ახალი ამბები სამსახურთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი პრიორიტეტები და გონივრულად შეუდექით მოქმედებას.ტყუპებიდიდი ოპტიმიზმით შეხვდებით შორიდან მოსულ ინფორმაციას, გაგიჩნდებათ ახალი გეგმები მომავალთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი იქნება.კირჩხიბიარის ალბათობა, აღადგინოთ ძველი კავშირები, თქვენი იდეები სასარგებლო და საინტერესო იქნება მათთვის, ასევე მატულობს კარიერული წინსვლის, ან შემოსავლების ზრდის ალბათობა.ლომითუ გამოიჩენთ შეუპოვრობას და სიმამაცეს, ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებთ და ამასთან ცხოვრებას გაუადვილებთ  ახლობლებსა და საკუთარ თავსაც. თქვენი გულითადი დამოკიდებულება სასიკეთოდ აისახება ყველანაირ ურთიერთობებზე.ქალწულინუ მოგერიდებათ რჩევებისთვის სხვებს მიმართოთ. ახლა ძალიან გამოგადგებათ თქვენზე ჭკვიანი ადამიანების გამოცდილება, გააანალიზეთ მათი რჩევები და აირჩიეთ ოპტიმალური, სარგებლიანი სტრატეგია.სასწორიფინანსურ და მემკვიდრეობის საკითხებში სიფრთხილე და მოთმინება გამოიჩინეთ. ნუ შეგეშინდებათ, შეცვალოთ თქვენი ჩვეული რიტმი. კორექტივები შეიტანეთ თქვენს გეგმებში გარემოებების გათვალისწინებით.მორიელიშეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაეხმარეთ მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ან თავგზა აქვს აბნეული, საქმიანობისას გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, კონცენტრირება და სიზუსტე.მშვილდოსანისიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში, რადგან შესაძლოა, საეჭვო პიროვნებები აღმოჩნდნენ თქვენს ირგვლივ, ნუ გათქვამთ თქვენს საიდუმლოს და ნუ გაანდობთ გეგმებს ახალ ნაცნობებს.თხის რქაშესაძლოა, დღეს, თქვენს ცხოვრებაში ახალი მოკავშირეები გამოგიჩნდნენ, მათ შორის, საკმაოდ გავლენიანები. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ჯერ ყველაფერს ყურადღებით დააკვირდით.მერწყულიეცადეთ, ყოველ წვრილმანს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს. შესაძლოა, თქვენ არ ფლობთ ყველა საჭირო ინფორმაციას და ამის გამო შეცდომაც დაუშვათ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს.თევზებიმთავარია, მონდომება, თქვენ შეგიძლიათ, მიზნის მისაღწევად შემოიკრიბოთ თანამოაზრეები და ერთობლივი ძალებით ადვილად გადაჭრათ პრობლემური საკითხები.

მაგნიტური ქარიშხალი

რჩევები 1713467907

მაგნიტური დღეები, ამინდის ცვლილება და დაავადებები: „არტერიული წნევის მერყეობაა, ქსოვილებში ანთება, იმატებს ტკივილი და რესპირატორული დაავადებებიც"

თერაპევტი, რეანიმატოლოგი, პროფესორი მარიკა თოიძე გადაცემაში"პირადი ექიმი" ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რეალურადაა თუ არა კავშირში ამინდისა და სეზონების ცვალებადობა წნევის მერყეობასთან, სახსრების ტკივილთან და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან:- ექიმებმა სულ ახლახან გააცნობიერეს, რომ ეს უბრალოდ პაციენტის შეგრძნებები კი არა, რეალური დიაგნოზია. მახსოვს, ადრე ე.წ. მაგნიტურ დღეებზე საუბრობდნენ და ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ სწორედ ამ დღეებზე რეაგირებდა და ცოტა ღიმილისმომგვრელიც იყო ხოლმე. ეს დამოკიდებულება იმიტომ იყო, რომ მეცნიერული საფუძველი, მტკიცებულებები არ არსებობდა. ექიმები კი ყოველთვის მტკიცებულებებს ვეყრდნობით და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ ამა თუ იმ საკითხს. არადა პაციენტი ამბობს, რომ წნევა აქვს არასტაბილური, სახსრები უფრო მეტად სტკივა იმიტომ, რომ მაგნიტური დღეა... ექიმებმა ამ ფაქტებს ყურადღება მიაქციეს იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, ამდენი ადამიანი "იგონებდეს" და უბრალოდ წუწუნებდეს... გარკვეული კვლევები უკვე გაჩნდა. უახლესი კვლევებია, 20-24-კაციან ჯგუფში ჩატარებულიცაა და 16 ათას ადამიანშიც, რომელიც იაპონიაში ჩატარდა. ალბათ, იაპონელებმა იმიტომ მიაქციეს ყურადღება, რომ იქ ამინდი, ჰაერის ტენიანობა ლაბილურია და ეს საკითხი უფრო აქტუალური იყო. შესაბამისად, კვლევას უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმეს. ჩნდება გარკვეული მონაცემები, მტკიცებულებები, რომ ამინდის ცვალებადობასთან ერთად, ადამიანის ფიზიოლოგია რეალურად იცვლება. ორგანიზმში გარკვეული ძვრები მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც პაციენტები გარკვეულ სიმპტომებს ამინდს უკავშირებენ, ამას ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. აღმოჩნდა, რომ ეს ფიზიოლოგიური საფუძველი თავის ტვინის მიერ გარკვეული ნეიროტრანსმიტერების გამომუშავების მომატება, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მატება და სხვადასხვა სუბსტანციაა, რომლებიც ამ დროს მერყეობს. ასევე, გამოვლინდა გარკვეული სამიზნე პოპულაცია, სადაც აღნიშნული სიმპტომები უფრო ხშირად გვხვდება. ესენია მენოპაუზაში მყოფი ქალბატონები. თუმცა, პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფში გვხვდება.