მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას - ივანე მაჭავარიანი

14:42 11-28-2018
46

მე მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ჩუღურეთის ოლქის N1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

მან წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. 

„წინასაარჩევნო გარემო, რასაკვირველია, რიტორიკით ანომალიური, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავი იყო. თუმცა, ვფიქრობ,  სამართლებრივად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ამ ეტაპზე, კანონი მგონი არ დარღვეულა არცერთი მხრიდან, მასშტაბურად ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები დღესაც მშვიდად ჩაივლის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.