ვიდეოები

1710843355

VIDEO: „ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის...“ - როგორ ეხმაურება უცხოური მედია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას

UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას "მარკა" გამოეხმაურა.გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის, სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის:"არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ "თოფურომანია" ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში იზეიმოს.ხუთი ათასი ადამიანი ჩემპიონს აეროპორტში აპლოდისმენტებითა და სკანდირებით შეეგება. ის პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიწვია, მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება".  გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა: "ეს წიგნი MMA-ს მთელი ისტორიის თავს წარმოადგენს. მჯერა, ამ თავის დახურვის და ახლის გახსნის დრო მოვიდა. მჯერა, მისი დამარცხება ძველი თავის დახურვის და ახლის დასაწყისი გახდება".თოფურია მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში იდეალურ პერსონაჟს უწოდებს და UFC-ის ხელმძღვანელებთან ესპანეთში ტურნირის ჩატარებას მალე განიხილავს: "ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. იქნება თუ არა მაკგრეგორი ჩემი მეტოქე? არ ვიცი. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება".

ილია თოფურია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე  საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საზოგადოება 1710845595

პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Holiday World and Region World მიიღო მონაწილეობა.გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ.გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩეხური მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოში პრესტურის მოწყობის საკითხი.პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 30-მდე ქვეყნიდან 300-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. 

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1710845499

ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი "ენჯეოების" საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა, რაც საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება - გია აბაშიძე

ქართველი ხალხს უმადურობას ვერასდროს დააბრალებ. თუმცა, ვერანაირი კოლოსალური შემწეობაც კი, ვერ აიძულებს ნამდვილ პატრიოტს გადადგას სამშობლოს საწინააღმდეგო ნაბიჯი, ხოლო მოთხოვნებით დახმარების გაწევა მეგობრობა კი არაა, არამედ ცბიერი და ვერაგული მოსყიდვა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, "ხალხის ძალა" ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა აშშ-დან მიღებული დახმარების კრიტერიუმებზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, არა 6 მილიარდზე მეტი, არამედ 4.5 მილიარდი იყო. აბაშიძის თქმით, ბოლო წლებში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი "ენჯეოებზე", არსებითად კი, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც საქართველოს დახმარებად ვერ ჩაითვლება."ჩემი გუშინდელი FB-სტატუსის გაგრძელებად დავწერ დაყვედრებულ ამერიკულ დახმარებაზე. ქართველი ხალხს უმადურობას ვერასდროს დააბრალებ. თუმცა, ვერანაირი კოლოსალური შემწეობაც კი, ვერ აიძულებს ნამდვილ პატრიოტს გადადგას სამშობლოს საწინააღმდეგო ნაბიჯი, ხოლო მოთხოვნებით დახმარების გაწევა მეგობრობა კი არაა, არამედ ცბიერი და ვერაგული მოსყიდვა.რაც შეეხება მუსირებულ თემას ექვსმილიარდიან დახმარებაზე. ჯერ კიდევ 2022 წლის 19 სექტემბერს, "ხალხის ძალამ" გვამცნო აშშ-დან მიღებული დაფინანსების კონტურებზე. კერძოდ:-30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, კელი დეგნანის ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;-2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო. -სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი;-ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი "ენჯეოების" საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ "ენჯეოებზე", ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება.ჩემი მოსაზრებით, არ აქვს მნიშვნელობა დახმარების ოდენობას, მაგრამ თუ უანგარო ხარ, ნუ მაყვედრი, ნუ მაიძულებ უკადრებელი ვიკადრო და თუ ამ დახმარების საბურველით მეც მებრძვი, მაშინ რა მეგობრობაზეა საუბარი?..P.S. შეხსენება მავანთათვის, ვერანაირად ვიქნები ანტიდასავლელი, თუმცა ვამხელ და ვებრძვი ფსევდოლიბერალებს, რომლებსაც "გადაფხეკის" გარეშეც ეტყობათ ნეობოლშევიკური სამარცხვინო სიმპტომები." - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ტანია ფაიონი

პოლიტიკა 1710845219

რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ტანია ფაიონი

რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ყველაფერი დამოკიდებულია წარმოებულ რეფორმებზე და მინდა საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსი მიღება. შეიძლება ეს ბევრისთვის სიმბოლურია, მაგრამ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა.„ევროკავშირის გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია. მე ვეთანხმები ფედერიკა მოგერინის, ეს პროცესი არა გაფართოება, არამედ გაერთიანებაა. სლოვენია ძალიან ძლიერი მხარდამჭერია ორგანიზაციის გაფართოების, პარტნიორების დახმარების, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზაცია უფრო ძლიერი იქნება. მნიშვნელოვანია დეკემბრის გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაზე, რაც გულისხმობდა კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, მოლაპარაკებების გახსნისთვის მზაობას მოლდოვა-უკრაინასთან. დიდი იმედი მაქვს საქართველოც რაც შეიძლება მალე იმავე პოზიციაში იქნება“, - აღნიშნა ტანია ფაიონმა.

მარიკუნა მიქატაძეზე ნანა ლორთქიფანიძე საუბრობს

საზოგადოება 1710845031

„ჩემი ირინე, 19 მარტი, შემზარავი დღე..“ - ტრაგიკულად დაღუპულ ირინა მიქატაძეს მეგობარი იხსენებს

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ირინე მიქატაძის ფოტოებს აქვეყნებს და გარდაცვალების დღეს ასე იხსენებს.„ჩემი ირინე… 19 მარტი, შემზარავი დღე“, - წერს ნანა ლორთქიფანიძე.ცნობისთვის, 1985 წლის 19 მარტს გია ფერაძის მიერ მეუღლის, ირინე მიქატაძის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.ამ დანაშაულის ორი ვერსია არსებობდა – ერთი მათგანით,, გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა კალმის ფორმის მცირე იარაღი, ხოლო მეორე ვერსიით – მან განზრახ მოკლა მეორე ნახევარი.ამ დანაშაულისთვის მხატვარმა მკაცრი სასჯელი მოიხადა და ციხიდან გადმოსვლიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა. მცირე ხნის წინ გია ფერაძისა და ირინე მიქატაძის ქალიშვილი, მარიკუნაც გარდაიცვალა.ამ დანაშაულისთვის მხატვარმა მკაცრი სასჯელი მოიხადა და ციხიდან გადმოსვლიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა. მცირე ხნის წინ გია ფერაძისა და ირინე მიქატაძის ქალიშვილი, მარიკუნაც გარდაიცვალა.

რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

ჯანდაცვა 1710844285

რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

მონონუკლეოზი ფართოდ გავრცელებული სინდრომია. ის მეტწილად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კლინიკური ნიშნებით ვლინდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში მას საკმაოდ მწვავე სიმპტომები და გართულებები ახასიათებს.როდის უნდა ვიეჭვოთ მონონუკლეოზის სინდრომზე და მივმართოთ სპეციალისტს? რა შემთხვევებში იწვევს ის გართულებებს და როდის არის საჭირო სამედიცინო ჩარევა? – ამ და სხვა თემებზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ინფექციონისტი სოფიო ნემსაძე გვესაუბრა.რა არის მონონუკლეოზის სინდრომის გამომწვევი მიზეზი?მონონუკლეოზის სინდრომი გამოწვეულია ძირითადად ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV), თუმცა შესაძლებელია ასევე განვითარდეს სხვა ეტიოლოგიური აგენტებითაც, ესენია: ციტომეგალოვირუსი (CMV), აივ ინფექცია (HIV), ჰერპეს ვირუსი ტიპი 6 (HSV 6), ჰერპერს ვირუსი ტიპი 7 (HSV 7), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), ასევე, ტოქსოპლაზმა (Toxoplasma).რადგანაც მონონუკლეოზის  სინდრომი მეტწილად ეპშტეინ-ბარის ვირუსითაა განპირობებული, ჯობს, აქცენტი სწორედ მასზე გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული მოსახლეობის 95% სეროპოზიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპოზირებულია ვირუსთან. ინფიცირება ძირითადად ბავშვთა ასაკში ხდება და უმეტეს შემთხვევაში დაავადება ამ ასაკობრივ ჯგუფში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. შესაძლებელია მშობელმა ვერც შეძლოს დიფერენცირება, მაგალითად, მსუბუქად მიმდინარე სეზონურ ვირუსულ რესპირატორულ ინფექციასთან. EBV ვირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს, რა დროსაც სიმპტომები, როგორც წესი, მეტადაა კლინიკურად გამოხატული.ეპშტეინ-ბარის ვირუსის გავრცელება ხდება ოროფარინგეალური სეკრეტით, ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისას. ვირუსის გადაცემა მწვავე პერიოდიდან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. რა სიმპტომები ახასიათებს მონონუკლეოზის სინდრომს?მონონუკლეოზის სინდრომის ძირითადი ჩივილებია ცხელება, ფარინგიტი, ტონზილიტი, კისრის მიდამოს ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება),  ასევე, შეიძლება პაციენტს აღენიშნოს სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტე. მას შეიძლება, ასევე, ახლდეს  ყელის ინტენსიური ტკივილი, მოთეთრო-მონაცრისფრო ნადები ტონზილებზე, პეტექიური გამონაყარი რბილ სასაზე. იშვიათად ვლინდება პოლიმორფული გამონაყარი კანზეც – ის შეიძლება იყოს მაკულოპაპულარული, ურტიკარიული ან პეტექიური. ადრე მიჩნეული იყო, რომ გამონაყარი ანტიბიოტიკის მიღებით იყო განპირობებული, თუმცა დღეს ვიცით, რომ ეს კლინიკური ნიშანი მედიკამენტის გარეშე მხოლოდ ვირუსულმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს.რა გართულებები შეიძლება განვითარდეს მონონუკლეოზის სინდრომის დროს?თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობაში ეპშტეინ-ბარის ვირუსზე და მისით განპირობებულ მონონუკლეოზის სინდრომზე ხშირად წარმოდგენები უტრირებულია. ცხადია, ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციური დაავადებები, გართულებებს იწვევს, ზოგჯერ საკმაოდ მძიმესაც, თუმცა ძალიან იშვიათად.რაც შეეხება ძირითად გართულებებს, ვირუსული ინფექციის მწვავე პერიოდში შეიძლება მოხდეს ტონზილების ჰიპერტროფია ანუ გადიდება იმდენად, რომ სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს. ასევე, არსებობს ელენთის რუპტურის (გასკდომის) შესაძლებლობა ელენთის გადიდების დროს. ამასთან ერთად, არსებობს ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც აკავშირებენ EBV-ს მომავალში ლიმფომის ან სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიების, ასევე, ავტოიმუნური დაავადებების (გაფანტული სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა) განვითარებასთან, თუმცა ასეთი ასოციაციები დამატებითი კვლევის საგანია.EBV-ის იშვიათ გართულებებში შედის ჰეპატიტი, გილიენ-ბარეს სინდრომი,  კრანიალური ნერვის პარეზი, ოპტიკური ნევრიტი. მან შესაძლოა გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი და ასეპტიური მენინგიტიც. ძალიან იშვიათად ეპშტეინ-ბარის ვირუსი შეიძლება იყოს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სინდრომის ტრიგერი. აქვე უნდა აღვნიშნოთ EBV ვირუსის ორი უკიდურესად იშვიათი და მძიმე გართულება – ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ქრონიკული, აქტიური EBV ინფექცია.როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის დიაგნოსტიკა?ექიმთან ვიზიტი სასურველია იმ შემთხვევაში, თუ  ჩვენ მიერ  ზემოთ  ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნა პაციენტს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის შეფასება და საჭიროებისამებრ, როგორც მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა, ისე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის საჭიროების შეფასება. ექიმმა უნდა შეაფასოს ტონზილების ჰიპერტროფიის ხარისხი და განსაზღვროს ობსტრუქციის რისკები, ასევე, სპლენომეგალიის შემთხვევაში პაციენტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.ხშირად მნიშვნელოვანია, მოხდეს მონონუკლეოზის სინდრომის დიფერენცირება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებთან, რათა სწორად დაიგეგმოს მართვა. მაგალითად, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტი კლინიკურად შეიძლება ჰგავდესEBV ინფექციას, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებულია ამ ორი ინფექციის მკურნალობა. თუკი პირველ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება, ეპშტეინ-ბარის ვირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება საჭირო არაა.რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ის ხდება სისხლის ლაბორატორიული კვლევებით. ასევე, საჭიროებისამებრ ინიშნება ლიმფური სისტემის და მუცლის ღრუს ექოსკოპია.როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის მკურნალობა?ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და არის თვითგანვლადი ინფექცია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტური ჩარევა, რა დროსაც გამოიყენება როგორც სიმპტომურ, ისე გლუკოკორტიკოსტეროიდული ჯგუფის პრეპარატები. ამ უკანასკნელის დანიშვნა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით, კონკრეტული პაციენტების ჯგუფში  და არა რუტინულად, ყველა მწვავე EBV-ის დროს.