მჯერა, რომ ფონდი "ქართუს" კარი ღიაა "ვივუსისთვის" - ვანო მაჭავარიანი

17:38 11-19-2018
117

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ მიესალმება, თუ კომპანია "ვივუსი" მზადაა, სესხების განულების პროცესზე, მთავრობასთან მოლაპარაკებები გააგრძელოს. 

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა "იმედის" ეთერში განაცხადა. 

"მათთან შეთანხმება ვერ მოხდა. საკმაოდ დიდი აცდენა ჰქონდა ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით. თუმცა ჩვენც და დარწმუნებული ვარ, ფონდი "ქართუც" მიესალმება, თუ მზად არიან რომ კონსტრუქციულად განიხილონ ეს საკითხი. მჯერა, რომ ფონდი "ქართუს" კარი ღიაა "ვივუსისთვის", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

"ვივუსმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებებში კვლავ ჩერთოს. 

მთავრობის ახალი ინიციატივით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ფინანსური დავალიანება გაუნულდება.