1710843355
1710843355
VIDEO: „ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის...“ - როგორ ეხმაურება უცხოური მედია თოფურიას თბილისში ჩამოსვლასUFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას "მარკა" გამოეხმაურა.გამოცემა წერს, რომ ორი ქვეყნის - საქართველოსა და ესპანეთის, სპორტსმენს თბილისის აეროპორტში ხუთი ათასმა გულშემტკივარმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო, ნამდვილი საგიჟეთი იყო და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ღონისძიებები ელის:"არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ "თოფურომანია" ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა ვოლკანოვსკისთან ნოკაუტით გამარჯვება თბილისში იზეიმოს.ხუთი ათასი ადამიანი ჩემპიონს აეროპორტში აპლოდისმენტებითა და სკანდირებით შეეგება. ის პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიწვია, მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება". გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის მზადყოფნა გამოთქვა: "ეს წიგნი MMA-ს მთელი ისტორიის თავს წარმოადგენს. მჯერა, ამ თავის დახურვის და ახლის გახსნის დრო მოვიდა. მჯერა, მისი დამარცხება ძველი თავის დახურვის და ახლის დასაწყისი გახდება".თოფურია მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში იდეალურ პერსონაჟს უწოდებს და UFC-ის ხელმძღვანელებთან ესპანეთში ტურნირის ჩატარებას მალე განიხილავს: "ეს ადვილი მისაღწევი არაა, მაგრამ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. იქნება თუ არა მაკგრეგორი ჩემი მეტოქე? არ ვიცი. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ ეს ასე მოხდება".
1709008839
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საზოგადოება • 1710849800
საოპერო მომღერალი, ლამარა ჭყონია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს თეა წულუკიანი, ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.ცნობილი სოლისტი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.ფალიაშვილის დაისი, აბესალომ და ეთერი, ჩაიკოვსკის იოლანტა - ლამარა ჭყონიას არა ერთი ცნობილი პარტია აქვს შესრულებული. ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 60 წლიანი კარიერის განმავლობაში მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მინიჭებული.ცნობილი საოპერო მომღერალი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსოფლიო • 1710849149
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.განცხადება მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ პოპსოიმ გააკეთა.„მოლდოვურმა მხარემ გააპროტესტა რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად“, – წერს პოპსოი.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ელჩს ნოტა უკვე გადაეცა, რომლითაც საელჩოს თანამშრომელი მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოცხადდა, შესაბამისად, მან ქვეყანა უნდა დატოვოს.
პოლიტიკა • 1710849050
მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის საელჩოდან ადრე გავრცელდა, რომ თითქოს, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო 6 მილიარდი დახმარება და ეს გაიმეორა USAID-ის რეგიონულმა დირექტორმაც, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, გაწეულ დახმარებას, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირ შემთხვევაში ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება.„მინდა იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს. მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, საქართველო უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად, ეს ვერ იქნება საზღაური იმისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა. ამის სურათი ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, არათუ 6 მილიარდი, არამედ 600 მილიარდიც ვერ აანაზღაურებს იმ ზარალს. თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ამ კუთხით, ორჯერ მეტი იხარჯებოდა ამერიკის მხრიდან დაფინანსება, მაგრამ მივიღეთ დიქტატორული მმართველობა და ეს უმძიმესი შედეგი დღესაც ახსოვს საზოგადოებას. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს მე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა, ის, რა განცხადებებიც დღეს კეთდება. ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაცია, მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ჰოროსკოპი • 1710848494
„მზად იყავით უცნაური, წინასწარმეტყველური სიზმრებისთვის“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 23 მარტიდან, აპრილის ბოლომდე უცნაურ და წინასწარმეტყველურ სიზმრებს ვიხილავთ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.„სიზმრების დროა. საოცარი სიზმრები მოდის და 23 მარტიდან ამ სიზმრების რაოდენობა გაორმაგდება. პლანეტა ვენერა თევზების ზოდიაქოშია, თევზები სიზმრის ნიშანია და ზე ინტუიციურია, 23-ში მას პლანეტა მარსი შეუერთდება, ამ ორი პლანეტის თევზებში ყოფნა მოგცემთ საოცარ სიზმრებს. თითქმის, აპრილის ბოლომდე მზად იყავით საოცარი, უცნაური, წინასწარმეტყველური სიზმრებისთვის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
პოლიტიკა • 1710848347
“დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ნატო- საქართველოს ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია,”- ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური მდივნის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ დინამიკურ ურთიერთობებს.„ამ ვიზიტს ჩვენს ურთიერთობებში მოაქვს ახალი იმპულსი და შემდგომი თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები” - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები,რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები.“აღსანიშნავია,რომ ეს არის მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ნატოს შტაბ - ბინაში,მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში .” - აღნიშნა მინისტრმა.18-19 მარტს,საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია.აღსანიშნავია,რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს გახლავთ იენს სტოლტენბერგის მე-4 ვიზიტი საქართველოში.