უელსის პრინცის 70 წლის იუბილე - მომავალი მონარქი რომელმაც პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

17:46 11-14-2018
584

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მემკვიდრეს, უელსის პრინცს ჩარლზის, დღეს 70 წლის იუბილე აქვს. 

პრინცი ჩარლზი, ბრიტანული სამეფოს ისტორიაში, ყველაზე დიდი ხნის მოთამაშე მემკვიდრეა. მემკვიდრის როლი, მას 1952 წელს ერგო წილად, როცა მისი ბაბუა გეორგ VI გარდაიცვალა და ჩარლზის დედა, ელისაბედ II, დედოფლად აკურთხეს.

ბრიტანეთის მონარქიის უელსის პრინცის ტიტული, ტრადიციულად, როგორც ყველაზე უფროს ძმას, ჩარლზს ერგო. 1969 წელს, ელისაბედ II-მ, როცა მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდა, სამეფო ტიტული გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში, პრინცმა, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რერს, ადოლფ ჰიტ­ლერს შე­ა­და­რა. ჩარლზმა, სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა კა­ნა­და­ში, დონბასში განვითარებული კონფლიქტების დროს გააკეთა. უელსის პრინცმა და მომავალმა გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, ერთ-ერთ ებრაული წარმოშობის ქალბატონს, რომელიც პოლონეთიდან დევნილია და რომლის ოჯახი, მეორე მსოფლო ომის დროს, ნაცისტური აგრესიის მსხვერპლია, ინტერვიუში განუცხადა:

- ახლა, პუ­ტი­ნი ისე­ვე იქ­ცე­ვა, რო­გორც ჰიტ­ლე­რი- ამბობს ჩარლზი.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც მისი ბავშვობიდან დღემდე არის გადაღებული.

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე