ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ვიქტორ ორბანი

პოლიტიკა 1714035052

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას - ვიქტორ ორბანი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას,- ამის შესახებუნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.„მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

დაკავება

სამართალი 1714034814

ევროპის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობის ფაქტზე საქართველოში ოთხი პირი დააკავეს

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს  პროკურატურის და 3 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით,  ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში,  შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და  ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი.ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის  სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ  ნიმუშებს. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული  ჯგუფის წევრებს საფრანგეთის,  გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის,  ესტონეთის,  შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის  კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც  ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების  მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის  საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით.საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად  და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების, საქართველოს პროკურატურის და  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის - ევროჯასტისა და ევროპოლის შესაბამის წარმომადგენლებს.ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

გოგი გოგოლაძე

faceამბები 1714034700

VIDEO: „თქვენი სირტაკი, დამთავრდა ძმაო, ახლა ევროპა ჩაკრულოს უსმენს“ - გოგი გოგოლაძის ლექსი ბერძენ ფეხბურთელებს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა გულშემატკივრის ვიდეო, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციისგან ტირის.როგორც გაირკვა, ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი ნაკრების არცერთი თამაში არ გაუცდენია. სურამიდან ბილეთებისთვის თბილისში ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში.განსაკუთრებულ გულშემატკივარს, სიურპრიზი მოუწყო ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". ავიაკომპანიის დამსახურებით, გოგი გოგოლაძე გერმანიაში გასამართ მატჩზე გაემგზავრება.გოგოლაძეების ოჯახი პოსტალიონის სტუმრები იყვნენ. სადაც გოგიმ საკუთარი ლექსი წაიკითხა, რომელიც გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს და ბერძენ ფეხბურთელებს მიუძღვნა. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714034642

ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.„რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ასეთ საკითხებზე მოგვიწევდა სერიოზულად მსჯელობა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ თემებზე დღეს არა მხოლოდ სერიოზული მსჯელობა წარიმართება, არამედ ყველა, ვინც საპირისპირო პოზიციას გამოხატავს, ზუსტად ისევე ხდება დევნის ობიექტი, როგორც წარსულში ბოლშევიკები დევნიდნენ მოაზროვნე ადამიანებს და ეკლესიის მსახურებს.საზოგადოდ, ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ე.წ. ლიბერალისთვის სინამდვილეში სრულიად უცხოა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და შემწყნარებლობა.ამ მიდგომის გაგრძელებაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანია, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აქტიურად აწარმოებენ. ნარკოტიკები ადამიანში მოაზროვნე ინდივიდს კლავენ და მას ღირებულებებისგან დაცლილ სუბიექტად აქცევენ,“- აღნიშნა პრემიერმა.

გოგა მანია

რჩევები 1714034360

ეს სამკაული სიყვარულის ენერგიას ბლოკავს - რას ამბობს ეზოტერიკოსი

ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოთერიკოსი გოგა მანია „თბილისელებთან“ ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნივთები, რასაც საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს ვჩუქნით.– გამიგია, რომ გულის ფორმის სამკაულის ტარება სასიყვარულო ენერგიას ბლოკავს. ესეც სიმართლეა?– გეტყვით, რომ არ შეიძლება გულის ფორმის სამკაულის ტარება, რომელიც ორად იყოფა, ანუ ორი ადამიანი რომ ატარებს მის თითო ნაწილს – ნახევარი შენთან იყოს, ნახევარი ჩემთანო. ეს ბლოკავს თქვენს ენერგეტიკას და იწვევს იძულებით კავშირს. ასევე, არ ვარგა წიგნის ფორმის სამკაულის ტარებაც, ეს მთლიანად აქვეითებს სასიყვარილო ენერგეტიკას.