"სამეგრელოში არ უნდა მოხდეს ახალაიებისა და ქარდავების რეინკარნაცია" - "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაცია დავით არახამიამაც დატოვა

13:52 11-12-2018
159

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. დავით არახამია პარტიის გადაწყვეტილებას, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ემიჯნება და აცხადებს, რომ სამეგრელოში არ უნდა მოხდეს ახალაიებისა და ქარდავების რეინკარნაცია და ქვეყანა ევროპულად უნდა განვითარდეს. 

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელის პოციზია მათთვის უკვე ცნობილი იყო და  მის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების გავლენებს ხედავენ.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", პარტიის შტაბში განმარტეს, რომ ეს ადამიენები ამ გადაწყვეტილებით აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელიც მათ გააჩნდათ წლების განმავლობაში და გააჩნიათ დღესაც.  

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მერაბ ქვარაია მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.

„ადამიანები ტოვებენ და ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი და იგივე ორგანიზაცია და შესაბამისად ადამიენები ამ გადაწყვეტილებით აპროტესტებენ იმ პოლიტოკას რომელიც მათ გააჩნდათ წლების განმავლობაში და გააჩნიათ დღესაც.  რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას ან დამოკიდებულებას  ამ პროცესის მიმართ, საყოველთაოდ ცნობილია, თუ ვინ როგორ და როგორი მეთოდებით საქმიანობდა წლების განმავლობაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ეს ისევ და ისევ მათი ხელწერაა და ამ გადაწყვეტილებების სათავე ისევ და ისევ მათ პოლიტიკაში უნდა მოიძიონ, რომელსაც დღეს აწარმოებენ", - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ რამდეიმე დღის წინ, "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაცია ირაკლი ღურწკაიამაც დატოვა.

ავტორი: მზეკო ჟვანია