სიღნაღის საკრებულოს წევრი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

23:56 11-08-2018
82

"ნაციონალური მოძრაობიდან" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი ბაბაკიშვილი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

არსებული ინფორმაციით, 28 ოქტომბერს ბაბაკაშვილმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატები ჩამოხია, რომლის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა სიღნაღის მერიას რეაგირება სთხოვა. მერიამ კი სარჩელით სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაბაკიშვილს ჯარიმის სახით 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.

 

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი