თბილისი პარა-ფარიკაობის მსოფლიო თასს მასპინძლობს

21:47 11-08-2018
11

დღეს ჰუალინგში სტარტი აიღო მსოფლიო თასის გათამაშებამ ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში. ეს გახლავთ პირველი სარეიტინგო ტურნირი ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის, რომელშიც მონაწილეობას 45 ქვეყნის, 500 მდე წარმომადგენელი იღებს.

დღეს დაპირისპირებები რაპირით ფარიკაობაში გაიმართა. მსოფლიო თასის გათამაშებას, საპატიო სტუმრის რანგში, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი დაესწრება. 9 ნოემბერს, 18:00-ზე, ტურნირის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. იგეგმება მოწვეული საპატიო სტუმრების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 10 ნოემბერს გაიმართება ეტლით ფარიკაობის მსოფლიო კონგრესი. მსოფლიო თასის გათამაშება 11 ნოემბერს პარასპორტსმენების დაჯილდოვებით და დახურვის ცერემონიალით დასრულდება.

მსოფლიო თასის პირველ დღეს რაპირით ფარიკაობაშ იასპარეზა საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა. ქართული დელეგაცია მედლებს ელოდება ხმლით ფარიკაობაში, რომელიც სასტუმრო ჰუალინგში ზეიდანგ დაიწყება.

 

წყარო:1Tv