გურჯაანში ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

19:53 11-08-2018
85

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გურჯაანში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი