ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მზია გეწაძე

საზოგადოება 1713299195

"ახლა არანაირი შემოსავალი არ მაქვს და ვალებით გამაქვს თავი" - მზია გეწაძის გულახდილი ინტერვიუ

ქუთაისელი მომღერალი მზია გეწაძე 23 წელია სცენაზე დგას, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მას ცოტა ხნის წინ სიმღერამ „ბოშა ქალო“ მოუტანა. ამ სიმღერას თავბრუდამხვევი წარმატებები მოჰყვა, თუმცა მომღერალი ახლა სამსახურის გარეშე არის დარჩენილი და თავს ვალებით ირჩენს.მზია გეწაძეს დიდი ოჯახი ჰყავს, რომელსაც თავად არჩენს. სამსახურიდან ის ოთხი თვის წინ გამოუშვეს, თუმცა რა არის ამის მიზეზი მისთვის უცნობია. ასევე, დაიხურა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც როდის გაგრძელდება უცნობია.„პრაიმ ტაიმს“ მზიამ გულახდილი ინტერვიუ მისცა.- როგორ ვიქნები, მოწყენილი ვარ, იმიტომ რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები გაჩერდა, მარხვაა კონცერტები აღარ არის, ოთხი თვეა უმუშევარი ვარ. ჩემთვის ჯერ არ გამოჩნდა შესაბამისი რესტორანი, სადაც მიმიწვევენ და ვიმუშავებ. იმდენად ცოტა ხელფასს მთავაზობენ უბრალოდ არ ღირს მისვლა. უნდა იყოს მეტი დაფასება და მეც უფრო დავაფასებ. ახლა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. ძალიან მიჭირს, ჯერჯერობით ვალებით მივდივარ წინ, იმედი მაქვს რაღაც გამოჩნდება  და ვალებს მაინც გავისტუმრებ. წლების წინ ერთი დღეც არ მქონდა დასვენება, სულ ვმუშაობდი. 23 წელია ვმღერი და ხელფასი არ მქონია, მხოლოდ შაბაშებს ვიღებდი. ახლა შაბაშიც აღარ არის, რადგან რესტორანში აღარ ვარ. სახლში ვზივარ და ღვთის მოწყალებას ვუცდი. - ოჯახში არავინ არ მუშაობს?- ოჯახში არავინ არ ვმუშაობთ და მძიმე პერიოდი გვაქვს. ცოტა ხნის წინ, ჩემი მეორე შვილიშვილი დაიბადა. როცა ვმუშაობდი ყველას ყველაფერი ჰქონდა. იმ რესტორანში ბოლოს სადაც ვმუშაობდი, აპარატურის წილი დამადებინეს, ანუ სახლიდან ფული მიმატანინეს და ასე დავიწყე მუშაობა. არცერთ მუსიკოსს არ უნდა ნაშრომი გაგიყოს. 81 წლის დედა მყავს, რომელსაც ქუთაისში მარტო ვერ დავტოვებ და ამიტომ ვერ გადმოვდივარ თბილისში. - შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?- „პოსლეზე“ ვწერ სიმღერებს, როდის გადავიღებ კლიპს არ ვიცი. სანამ ერთ-ერთ პროექტში ვერ გამოვჩნდები მანამდე ვერსად ვერაფერს ვიტყვი. „გვირილობასთან“ დაკავშირებით მონაწილეობა მივიღე გადაცემაში „გული მღერის“, მაინტერესებს ჩემი ქალაქის ხელმძღვანელობა თუ დამიძახებს გვირილობის დღესასწაულზე, მაგრამ რატომღაც არ მგონია. თბილისელი უნდა ვიყო ეტყობა რომ მიმიწვიონ. - თქვენ საკმაოდ სკანდალური ამბები მოყევით, თქვენი ყოფილი მეუღლის შესახებ, ხომ არ მოჰყვა ამას რამე რეაქცია?- არა, ვის რა უნდა ეთქვა. ყველა სიტყვა სიმართლე იყო. ბიჭი მყავს, მისი რეაქცია ნორმალური იყო, მორწმუნე და მორიდებული ბიჭია. რელიგიით არის გატაცებული. მე განა პატივი არ ვეცი ჩემს ქმარს, უბრალოდ სიმართლე მოვყევი, რომელიც ყველამ იცის.  ბიჭი გავუჩინე, რომელიც მის გვარს აგრძელებს და ახლა ორი შვილიშვილი გვეზრდება. მე ჩემს თავთან მართალი ვარ და ვინც მართალი არაა მისი პრობლემაა.- თქვენი ვაჟი რას საქმიანობს?- მევიოლინეა ჩემი შვილი. 3 წლიდან მარტო ვზრდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ მშობლები,  ჩემი ძმა, რძალი, ნათესავები, ახლობლები მეხმარებოდნენ. - შვილის მარტო აღზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ასევე ფინანსები სწავლისთვის, როგორ შეძელით ეს ყველაფერი?- ჩემმა შვილმა ჯერ ქუთაისში ჩააბარა და უფასოზე მოხვდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გადმოვიდა, რის გამოც დაფინანსება გაუნახევრდა. აქ დაგვჭირდა ბინის დაქირავება, ჭამაც ხომ იყო საჭირო, ამიტომ ოქროები გავყიდე, რომელსაც 19 წელი ვუნახავდი და სწავლის საფასური ასე გადავიხადე. შემდეგ ისევ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, ხელახლა მოიპოვა გრანტი და მოხვდა უფასოზე. ამის შემდეგ გამოცდებით მოხვდა დანიის სამეფო აკადემიაში, დანიიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოვიდა, მაგისტრატურაზე ჩააბარა და  ბუდაპეშტში მიიწვიეს გაცვლითი პროგრამით ლისტის სამეფო აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და ახალგაზრდულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. ხელფასი 450 ლარი ქონდა, ამ თანხით ოჯახის რჩენა, ბინის ქირის გადახდა და თბილისში ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ იანვარში სამსახური დატოვა და ახლა უმუშევარია.ქუთაისში დაბრუნებას მისთვის ახლა აზრი არ აქვს, დაცარიელებულია ქალაქი, ზოგი ემიგრაციაში წავიდა და არაფერი ხდება.- თქვენ არ გიფიქრიათ ემიგრაციაში წასვლაზე?- ბოლომდე მოვითმინე ყველაფერი და ჩემი შვილი არ მივატოვე. ვამბობდი ბავშვს მამა არ ყავს და მეც თუ განზე გავდექი ვინ იცის რა გაიზრდება-მეთქი. მე ის არ მივატოვე და გავზარდე ისეთი როგორიც ეკადრება მზია გეწაძეს. 

დავით მაღრაძე

პოლიტიკა 1713298881

დავით მაღრაძე - საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების რეალური მიზეზი ის არის, თუ სად იქნება ქვეყნის მართვის ბერკეტი - საქართველოს ხელისუფლებაში, თუ აშშ- ს საელჩოში

 საკითხი არ დგას ევროპასა და რუსეთს შორის, ეს მოგონილი თემაა, რომელიც უნდათ, რომ ამუშაონ და მოგებიანი იყოს ოპოზიციისთვის. აქ უფრო დგას თემა - სად იქნება საქართველოს ხელისუფლების ცვლილების ბერკეტი, ქართველ ხალხში და არჩევნების გზით გადაწყდება, ვინ მოვა ხელისუფლებაში თუ აშშ-ის ელჩის კაბინეტში იდება ეს ბერკეტი - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციას ურჩევნია, ეს ბერკეტი ელჩის კაბინეტში იდოს, იმიტომ, რომ არანაირი შანსი არ აქვს ხალხისგან, ზუსტად იციან, რომ ვერასდროს ვერ მოვლენ ამ ქვეყანაში. „რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აწყობს, რომ ბერკეტი ქართველ ხალხში დარჩეს, იმიტომ, რომ ეიმედება საქართველოს ამომრჩეველი თავისი რეიტინგის გამო, თავისი გაწეული სამუშაოს გამო და იმ არჩევნების გამო, რომელიც უკვე გაიარა და ფაქტი სახეზეა, რომ მას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ, ურჩევნია, საქართველოს მოსახლეობას ეჭიროს ხელში ეს ბერკეტი, რომელიც, მისი ნება იქნება, ვინ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, როდემდე, როდის არ მოვა, როდის სხვა მოვა და როდის ძველი დარჩება. ოპოზიციას ურჩევნია, ელჩის კაბინეტში იდოს ეს ბერკეტი, იმიტომ, რომ არანაირი შანსი არ აქვს ხალხისგან, არანაირი მხარდაჭერა. ზუსტად იციან, რომ ვერასდროს ვერ მოვლენ ამ ქვეყანაში და ამდენად, უცხო ქვეყნის საელჩოში არსებული ბერკეტი ურჩევნიათ. ამ შემთხვევაში ემთხვევა საელჩოს და მათი ინტერესები. საელჩო იმ ქვეყნის წარმომადგენლობაა, რომელსაც უნდა რომ საკუთარი ინტერესები გატარდეს საქართველოში, ქართველი ერის ინტერესები კი არ უნდა“ - განაცხადა დავით მაღრაძემ. მისი თქმით, ამ ქვეყანამ ხელი არ მოაწერა საკუთარ განადგურებაზე და ეს მათთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა ოპოზიციის და მათი ინტერესი. „ვერ ჰპატიობენ ამ ხელისუფლებას, არც მეორე ფრონტი გახსნა, არც სანქციებს შეუერთდა რუსეთის მიმართ, იმ სანქციებს, რომელსაც მოითხოვდნენ, იმიტომ რომ ის სანქციები უკვე ჩვენ უბედურებას და ეკონომიკურ განადგურებას ნიშნავდა. საკუთარ განადგურებაზე ამ ქვეყანამ ხელი არ მოაწერა და ეს მათთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამ შემთხვევაში დაემთხვა ოპოზიციის და მათი ინტერესი ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის წუთისოფლის ბოლო. ამდენი წელია ვაკვირდებით საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ შეგამჩნიეს, რომ მტკიცედ დგახარ და ახორციელებ ხელისუფლებას, მერე იწყებენ შენთან თანამშრომლობას. ამდენად, უნდა გაძლო, განსაცდელს გაუძლო“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

ამინდი

საზოგადოება 1713298657

ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება.თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22

58 წლის ქალი

ტაბლოიდი 1713298644

VIDEO: 5 შვილის დედამ და 12 შვილიშვილის ბებიამ 4,5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კანადელმა ქალმა, დონაჯინ უაილდმა, 58 წლის ასაკში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა ყველაზე ხანგრძლივი სტატიკური გაჩერებით, ეგრეთ წოდებული პლანკით. უაილდი, რომელიც 5 შვილის დედა და 12 შვილიშვილის ბებიაა, 4 საათის, 30 წუთისა და 11 წამის განმავლობაში იყო სტატიკურად გაჩერებული.სტატიკურად გაჩერებაში რეკორდის დასამყარებლად, პოტენციური რეკორდსმენი ზედაპირს მხოლოდ წინამხრებითა და ტერფებით უნდა ეხებოდეს, სხეული კი სწორ მდგომარეობაში უნდა იყოს გაშეშებული. 

tamo

ტაბლოიდი 1713298476

„დედა ასე აკეთებს ხოლმე...“- თამო ვაშალომიძე შვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამზე“ ხშირად გვიზიარებს ოჯახთან ერთად გადაღებულ კადრებს.ამჯერად თამო შვილის, პატარა სოფიას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იგი თამოს სამოსში გამოწყობილი დედას ბაძავს.„დედა ასე აკეთებს ხოლმე, რომ გრძელი ფეხები გამოუჩნდეს“, - ამბობს სოფია ვიდეოში.